თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2030,
კომენტარები: 10
გუნარსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობს
ისლანდიის ნაკრების კაპიტანი ინგლისთან დაპირისპირების დამატებით მნიშვნელობაზე საუბრობს.
გუნარსონი
ისლანდიის ნაკრების კაპიტანი არონ გუნარსონი აცხადებს, რომ ინგლისის ნაკრებთან მატჩი მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგანაც თავისი საყვარელი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს დაუპირისპირდება.

"კარდიფ სიტის" ნახევარმცველის გუნდმა თავისი საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც "სამ ლომს" დაუპირისპირდება.

გუნარსონი: "კარგი მომენტი იქნება, რადგან მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ. კიდევ ერთი ზღაპარი იქნება, თუმცა ყველა ისლანდიელი უყურებს პრემიერ ლიგას და მხარს უჭერს ინგლისურ ფეხბურთს.

სამშობლოში ყველა იცნობს ინგლისელ ფეხბურთელებს, მათ სტილს და იმედი გვაქვს, მათ უნარებს მინიმუმამდე დავაქვეითებთ.

ეს არის ჩვენი ოცნება, ეს არის ჩვენი საგანძური, რომლის შენარჩუნებაც ფეხბურთელებს მთელი დარჩენილი ცხოვრებისთვის სურთ. ჩვენი მიზანი 1/8 ფინალში გასვლა იყო, ახლა კი ახალ მიზანს ვისახავთ.

ორშაბათს ინგლისთან მატჩი რთული იქნება, რადგანაც ისინი ტურნირზე კარგად გამოიყურებიან და გუნდში დაუჯერებელი ხარისხი აქვთ. როტაციას ხშირად მიმართავდნენ, ასე რომ, კიდევ ერთი ბრძოლა გველის".


წყარო: mirror
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ივნისი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ თამაშშიც ჩაისვრის ინგლისი ხო ვიცი areyoukiddingme
0
№2
ავტორი: stepno
25 ივნისი 2016 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ვახო ( G G M U)
ამ თამაშშიც ჩაისვრის ინგლისი ხო ვიცი areyoukiddingme

აი მე კიდე რატოო მგონია არ ვიციი მაგრამ ერთგვარი გასეირნება გამოუვად ისლანდიასთან ესე მგონიაა ისლანდიამ ამოწურა თავსი თავიი და ესე მგონია დასვენებული რუნი და მთელი ინგლისი გადაუვლის ჩემი პროგნოზი 3:0 ესე მგონია.
პს. იმედია რეშფორდს კიდე მიეცემა შანსი. bully manunited
0
№3
ავტორი: U N I T E D
25 ივნისი 2016 16:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
აქ რეშფორდის დროაა
0
№4
ავტორი: PaLoMo
25 ივნისი 2016 17:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
Vici eg kaia ;-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: U N I T E D
25 ივნისი 2016 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ალბათ მოუგებენ
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
25 ივნისი 2016 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: ვახო ( G G M U)
ამ თამაშშიც ჩაისვრის ინგლისი ხო ვიცი areyoukiddingme

თან მაგრად
0
№7
ავტორი: LASHQARA
25 ივნისი 2016 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
კაი ბიჭო ინგლისმა ისლაინდიას როგორ ვერ უნდა მოუგოს, მაგრამ მწვრთნელი რო ჩამოსხმა ყავს მაგიტო ლაპარაკობთ ეგრე, თორე ამ შემადგენლობით მსოფლიოს მოიგებს კარგი მწვრთნელი love am
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
25 ივნისი 2016 22:04
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იმედია ჰოჯსონი რამე სუპერ კვერცხობას არ მოიმოქმედებს.
0
№9
ავტორი: მარსიალი
26 ივნისი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ინგლისი მაინც ჩაისვრის მარა ისლანდიასთან არამგონია
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ამათ ჰანდიკაპით უნდა მოუგონ წესით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top