ორშაბათს "სტად დე ფრანსზე" სახელმოხვეჭილისა და სახელმოსახვეჭი ფეხბურთელის დაპირისპირდება შედგება, როცა ჯანლუიჯი ბუფონი და დავიდ დე ხეა ერთმანეთის მოწინააღმდეგე გუნდების კარებს დაიცავენ.
38 წლის იტალიელი ვეტერანი თავის 160-ე მატჩს ჩაატარებს სანაკრებო დონეზე, ხოლო "იუნაიტედის" 25 წლის მეკარე მხოლოდ მე-12-ს.
დე ხეას მანჩესტერელი თანაგუნდელი მატეო დარმიანი კი მიიჩნევს, რომ იტალიელს საფეხბურთო სამყაროში იმდენად დიდი მიღწევა აქვს, რომ ყველა დროის საუკეთესო მეკარედ უნდა ჩაითვალოს.
"დიდებულია დავიდის წინააღმდეგ თამაში, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რა თქმა უნდა, მის კარში გოლის გატანა გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენც კარგი მეკარე გვყავს.
ისინი მსოფლიო საუკეთესო მეკარეები არიან და დიახ, დავიდსა და ჯიჯის შორის დიდი მსგავსებაა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ჩემთვის, როგორც მცველისთვის, ბედის წყალობაა მის გუნდში თამაში", - განაცხადა იტალიელმა მცველმა.