"წითელ ეშმაკების" აკადემიის 13 კურსდამთავრებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.
ირლანდიის ნაკრების გმირი
რობი ბრედი - რომელმაც იტალიის კარში ოთხშაბათს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე იმ 13 ფეხბურთელთა შორისაა, რომლებმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემია დაასრულეს.
"ნორვიჩ სიტის" 24 წლის ნახევარმცველმა 85-ე წუთზე "აძურის" გაუტანა და თავისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გაიყვანა, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ბრედისთვის ფანტასტიკური მომენტი იყო და "წითლების" გულშემატკივრები მოხარულები არიან "ოლდ ტრაფორდს" მიღმა მისი წარმატების ხილვით. ირლანდიელი "იუნაიტედის" აკადემიის კურსდამთავრებულ სხვა 12 ფეხბურთელთან ერთად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში.
ჯონ ო'ში მარტინ ო'ნილის გუნდის კიდევ ერთი ყოფილი "წითელი ეშმაკი" ფეხბურთელია. ჩრდილო ირლანდიელთა რიგებში კი "იუნაიტედის" მოქმედი ფეხბურთელი
პედი მაკნეირი და ყოფილი ფეხბურთელები
კრეიგ კეტკარტი,
ოლივერ ნორვუდი, ლუკ მაკკალოფი,
ჯონი ევანსი და მისი უმცროსი ძმა
ქორი ევანსი ირიცხებიან.
მარკუს რეშფორდი და "წითლების" ყოფილი მეკარე
ტომ ჰიტონი ინგლისის ნაკრების რიგებში თამაშობენ, მათ ყოფილ მეტოქე უელსს კი
ჯეიმს ჩესტერი ჰყავს შემადგენლობაში.
პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, ხოლო
ხერარ პიკე, ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია ჩამოთვლილთა შორის.
წყარო:
manutd.com