დიდი ალბათობით, მარკუს რეშფორდისა და სხვა ახალგაზრდა ტალანტების გზას, კიდევ ერთი აკადემიის მოთამაშე, 17 წლის ცენტრალური მცველი, რო-შან
უილიამსი 21-წლამდელთა ნაკრებში მართლაც ბრწყინავდა და ლუი ვან გაალზეც არაერთხელ მოახდინა შთაბეჭდილება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "ვესტ ჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებში ახალგაზრდა მცველი განაცხადში შეიყვანა. თავის მხრივ, ამ ფაქტით უილიამსი აღფრთოვანებულია და პირველ გუნდში მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებს.
"ჩემი მიზანი, 21-წლამდელთა აკადემიაში მაღალ დონეზე თამაში, ხოლო შემდეგ კი პირველ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარებაა. გასულმა სეზონმა უფრო მეტი გამოცდილება შემმატა."
""ლივერპულისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში, განაცხადში მოვხვდი და მინდა გითხრათ, რომ ეს მართლაც საოცარი გრძნობა იყო,"-განაცხადა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა.
წყარო:M.E.N
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.