ლუკ შოუ აგრძელებს ვარჯიშს- ემზადება წინასასეზონო ტურნესთვისა და ახალი სეზონის დაწყებისთვის.
20 წლის მარცხენა მცველს მას შემდეგ არ უთამაშია, რაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პსვ-ს წინააღმდეგ ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, ვარჯიშს კი მხოლოდ აპრილში დაუბრუნდა.
მოედანზე შოუს დაბრუნება მოსალოდნელი იყო ინგლისის თასის ფინალში, თუმცა ფეხბურთელმა თამაში ვერ შეძლო, მისმა გუნდმა კი 2:1 დაამარცხა "კრისტალ პალასი" და ტიტულს დაეუფლა.
თუმცა შოუ სეზონის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე შეუდგა ვარჯიშს და ინგლისელი მზადებას კვლავაც აგრძელებს.