23 წლის ალვარო მორატას ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს". ჭორები მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც მორატამ 3 გოლის გატანა მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე.
ესპანელი ოფიციალურად დაბრუნდა "იუვენტუსიდან" "რეალში", რამეთუ მადრიდულმა კლუბმა აამოქმედა გამოსასყიდი პუნქტი. "იუვენტუსში" ყოფნისას მორატამ მოახერხა და 2 წელში 2-ჯერ მოიგო იტალიის სერია ა, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი და 2015 წელს ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც გოლის გატანა მოახერხა.
ესპანეთის ნაკრების ფორვარდით "იუნაიტედის" გარდა, "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებიან და მზად არაინ დაიწყონ მოლაპარაკებები "რეალთან".
ფეხბურთელის აგენტი ხუან ლოპესმა განაცხადა: "მორატას მიმართ კვლავ იჩენენ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბები".
"ის ახლა "რეალში" დაბრუნდა და უნდა გავიგოთ, თუ რა გეგმები აქვს ზიდანს მასთან დაკავშირებით."