"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ კარიერა განაახლა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, პოლ სქოულზმა პენსიაში ყოფნის პერიოდი დაასრულა და ფეხბურთელის კარიერას ინდოეთის ფუტსალის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
სქოულზი "ბარსელონასა" და "ჩელსის" ყოფილ ფეხბურთელს, დეკუს შეუერთდება და ითამაშებს შიდა ჩემპიონატში, რომლის პრეზიდენტიც ლუიშ ფიგუა, ხოლო ელჩი კრიკეტერი ვირატ კოლი. ფუტსალის ლეგენდა ფალკაო ასევე მონაწილეობას მიიღებს.
პრემიერ ფუტსალის ფეისბუქ გვერდმა დაადასტურა, რომ 41 წლის სქოულზი ტურნირს ხუთშაბათს დილით შეუერთდა.
სქოულზი, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგა 11-ჯერ მოიგო, "იუნაიტედის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთელია და მან კარიერა 2011 წელს დაასრულა. თუმცა, სერ ალექს ფერგიუსონმა მისი შემცვლელი ვერ იპოვა და სქოულზს 2012 წელს კარიერის განახლება მოსთხოვა.
2013 წლის მაისში კარიერის საბოლოოდ დასრულების შემდეგ სქოულზი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მოლაპარაკე ექსპერტი და ერთი წლის განმავლობაში გაზეთ Independent-ის გრაფისტიც იყო.
ცნობილი "კლას 92-ის" წევრი "იუნაიტედს" კიდევ ერთხელ 2014 წელს დაუბრუნდა, თუმცა იმჯერად უკვე რაიან გიგზის სამწვრთნელო შტაბის წევრად.
გასულ წელს კი მას "ოლდჰემის" მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს, მაგრამ არ მიიღო, რადგანაც ჩათვალა, რომ "კარგი სამსახური იყო ცუდ დროს".
წყარო:
mirror