მატეო დარმიანი და დავიდ დე ხეა ორშაბათს ევროპის ჩემპიონატის მატჩში დაუპირისპირდებიან, მანამდე კი ისინი არასაფეხბურთო კონკურენციას უწევენ ერთმანეთს.
ევროპის ჩემპიონატის Marathonbet-ის შეჯიბრს, რომელშიც "წითელი ეშმაკების" მცველი და მეკარე იღებდნენ მონაწილეობას, ფრანგი ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი მასპინძლობდა და თავის თანაგუნდელებს თავისი სამშობლოს შესახებ ხუთ შეკითხვას უსვამდა, რათა გაეგო, რომელმა მათგანმა იცოდა უფრო მეტი რამ საფრანგეთის შესახებ. პირველ რაუნდში გამარჯვებული დარმიანი გახდა.
შეჯიბრის მეორე რაუნდში მორგანმა პარტნიორებს ხატვაში მოუწყო გამოცდა და თავისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ლოგოს დახატვა სთხოვა, რაშიც დე ხეამ გაიმარჯვა.
მესამე რაუნდში კი დე ხეასა და დარმიანს ფრანგული საკვების ამოცნობა დაევალათ. შნეიდერლინის მიერ მიწოდებული კერძის ამოსაცნობად მეკარემ და მცველმა მხოლოდ ყნოსვის ორგანო გამოიყენეს, რადგანაც თვალები ორივეს ახვეული ჰქონდა.
შეჯიბრში მეორე რაუნდის მსგავსად კვლავ დე ხეამ გაიმარჯვა და დარმიანთან დაპირისპირებაში ანგარიშში დაწინაურდა.
ვიდეოები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.