Don Balon იტყობინება, რომ ხამეს როდრიგესმა ქალაქ მანჩესტერში საცხოვრებელი სახლის ძიება დაიწყო.
კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელმა მადრიდში მდებარე თავისი სახლი იჯარით გაასხვისა და ახლა მანჩესტერში ეძებს სახლს იმავე ტერიტორიაზე, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ცხოვრობს.
მოურინიოსა და ხამესს ერთი და იგივე აგენტი ჟორჟე მენდეში ჰყავთ და ე.წ. "სუპერ აგენტი" 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოურინიომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ხამესს მის გეგმებში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს და ფეხბურთელის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები გრძლდება.