დევიდ დე ჰეა მოხარულია იმით, რომ ხშირად უწევს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. თუმცა, ის თავის თავს ყოველთვის „იუნაიტედის“ პირველ მეკარედ მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, ვის აირჩევდა ფერგიუსონი. სეზონის დასაწყისში სერ ალექსი ხშირ როტაციას მიმათავდა მეკარის პოზიციაზე, თუმცა, როგორც ჩანს მწვრთნელი კმაყოფილია ესპანელის თამაშით და ბოლო 8 მატჩში, სწორედ ესპანელი კიპერი ხვდება ძირითად შემადგენლობაში. „ მეკარისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია ხშირად და რეგულარულად თამაში. ეს მმატებს თავდაჯერებულობას“ - განუცხადა 22 წლის მეკარემ MUTV-ს. „მე კმაყოფილიფ ვარ ჩემი ფორმით, მე უნდა გავაგრძელო ბევრი მუშაობა ვარჯიშებზე და ვიმედოვნებ, რომ ამ ფორმას შევინარჩუნებ“ „იმ მომენტიდან, რაც მე ხელი მოვაწერე კონტრაქტს, თავს პირველ მეკარედ ვთვლი, თუმცა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ფერგიუსონი როტაციას აკეთებს და იმას აყენებს კარში, ვინც უფრო სასარგებლო იქნება გუნდისთვის“ ამჟამად „იუანიტედს“ აქვს 7 ქულიანი უპირატესობა პრემიერ ლიგაში და ისინი ემზადებიან კვირას „ლივერპულთან“ მატჩისთვის. „ჩვენ 7 წულით წინ ვართ ჩვენს მდევარზე და ეს რა თქმა ძალიან კარგია. მაგარამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა სეზონის დასრულებამდე“ - განაცხადა მან. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ მშვენივრად ვთამაშობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ქულები ითვლება მარტის და აპრილის შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ქულები თითოეულ მატჩში მოვიპოვოთ.“