"ბარსელონა" ნეიმართან განშორებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელით მრავალი კლუბი ინტერესდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" გასულ და მიმდინარე წელს ცდილობდა გადაიბიროს ნეიმარი, რომელსაც "კამპ ნოუზე" 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ახალი კონტრაქტი არ მიუღია და ხელფასის სახით კვლავ კვირაში 77 ათასი ფუნტი აქვს.
"წითლები" მზად არიან, ნეიმარს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზონ, თუმცა "ბარსელონას" ფინანსური ვიცე-პრეზიდენტი სიუზანა მონჟე აცხადებს, რომ კლუბი ნეიმარის გაყიდვის ვარიანტს არც კი განიხილავს.
"ნეიმარის კონტრაქტის განახლება სპორტული საკითხია. ხანდახან ეკონომიკური საზღვრები გაქვს. ნეიმარის შესაძლო დაკარგვა არ შეგვისწავლია, რადგან ამაზე არ ვფიქრობთ.
ხელფასში საკმარისი სივრცეა იმისათვის, რომ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი შენს გუნდში იყოს, მათთან ერთად კი 11 ან 13 ვარსკვლავი.
ჩვენ მხოლოდ უნდა გავაკონტროლოთ. ხელფასის თაობაზე არსებული მოსაზრებების მიუხედავად, ამის შესაძლებლობა გვაქვს. სხვა კლუბებთან შედარებით ჩვენ უფრო მაღალი საბაზისო ხელფასები გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ", - განაცხადა მონჟემ.