სანამ დავიდ დე ხეა და მატეო დარმიანი ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან, "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ერთმანეთს მეტოქეობა ხელოვნებაში გაუწიეს.
ევროპის ჩემპიონატის Marathonbet-ის შეჯიბრს, რომელშიც "წითელი ეშმაკების" მცველი და მეკარე იღებდნენ მონაწილეობას, ფრანგი ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი მასპინძლობდა და თავის თანაგუნდელებს თავისი სამშობლოს შესახებ ხუთ შეკითხვას უსვამდა, რათა გაეგო, რომელმა მათგანმა იცოდა უფრო მეტი რამ საფრანგეთის შესახებ.
წინა ჯერზე მორგანმა კვლავ მოუწყო იტალიელსა და ესპანელს შეჯიბრი ფრანგულად მეტყველებაში და მაშინ დე ხეამ გაიმარჯვა. დავიდმა შნეიდერლინის მიერ ნაკარნახევი ფრაზით დარმიანს მიმართა: "ბებიაჩემი ფეხბურთს შენზე კარგად თამაშობს" - სწორედ ამ ფრაზის ფრანგულად წამორთქმამ მოუტანა გამარჯვება ესპანელს.
ამჯერად კი თანაგუნდელები ხატვაში შეეჯიბრნენ და იმისათვის რომ აღმოაჩინოთ, ვინ გახდა გამარჯვებული, იხილეთ ვიდეო:
ვიდეოები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.