ფერდინანდმა განაცხადა, რომ მისთვის კვირას გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია და ეს დაპირისპირება ტიტანების ბრძოლასაც შეადარა.
"ჩემთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, "ლივერპული" ჩვენი მოსისხლე მტერია. შეიძლება ეს გუნდი წელს ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის, მაგრამ თვითონ ამ გუნდის მოთამაშეებს, ფანებს და მწვრთნელს შესანიშნავად ესმით, რომ ეს მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს ისევე როგორც "მანიუსთვის", ასევე "ლივერპულისთვისაც". - განაცხადა "იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა.
"ჯერ კიდევ მაშინ როცა მე კლუბს შემოვუერთდი, მაშინვე გამიჩნდა სურვილი "იუნაიტედის" უზარმაზარ ისტორიაში ჩემი თავიც ჩამეწერა. საკმარისია უბრალოდ გადახედო ამ ორი გუნდის ისტორიას და უკვე ყველაფერი ნათელი გახდება."
"როდესაც შენ თამაშობ ისეთ კლუბში, როგორიც "იუნაიტედია" მუდამ მზად უნდა იყო, გახვიდე მოედანზე, ბოლომდე დაიხარჯო და გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანო. ასე, რომ მოუთმენლად ველი კვირა დღეს და მატჩის დაწყებას." - ამ სიტყვებით დაასრულა ფერდინანდმა თავისი ინტერვიუ.
წყარო: Manutd.Ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.