"მანჩესტერ იუნაიტედი" და მილანის "ინტერი" სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ცენტრალური მცველით, ეზეკიელ გარაით ინტერესდებიან.
2014 წელს "ბენფიკადან" რუსეთში გადასვლის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი შესანიშნავ სათამაშო ფორმას აჩვენებს.
"ზენიტის" შემადგენლობაში გარაიმ ორი სეზონი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 70 მატჩში მიიღო მონაწილეობა, Tuttosport-ი კი იტყობინება, რომ ეზეკიელს თავის რიგებში "ინტერი" და "იუნაიტედი" ეპატიჟებიან.
ფეხბურთელს ორივე გუნდის სკაუტები იანვრის შემდეგ აკვირდებიან და მიიჩნევა, რომ მისი შეძენა 15 მლნ. ფუნტად იქნება შესაძლებელი.