"ჩელსის" მცველმა სესარ ასპილიკუეტამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან არ უსაუბრია და ზაფხულში "სტემფორდ ბრიჯის" დატოვებას არ აპირებს.
26 წლის ესპანელს მოურინიოს ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ მოიაზრებენ, თუმცა თავად ფეხბურთელს კლუბის გამოცვლა არ სურს. "ამის შესახებ რაღაც მეც გავიგე, მაგრამ არა, მოურინიოსთან არ მისაუბრია. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა.
მხოლოდ ნაკრებსა და "ჩელსიში" თამაშზე ვფიქრობ, აქ უკვე ოთხი წელია ვიმყოფები და ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ძალიან მაფასებენ", - განაცხადა ასპილიკუეტამ.
ესპანეთის ნაკრების მცველით "იუნაიტედის" გარდა ბილბაოს "ატლეტიკი" და პსჟ-ც ინტერესდებიან.