თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2016, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 22
"იუნაიტედმა" "დორტმუნდს" მორიგი შეთავაზება გაუკეთა
ჰენრიხ მხითარიანის თაობაზე "წითლებმა" კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთეს.
"მანცესტერ იუნაიტედმა" ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერისთვის შეთავაზებული თანხა 28 მლნ. ფუნტამდე გაზარდა.

"წითლების" მხრიდან ეს უკვე მეორე შეთავაზებაა და თანხა მხოლოდ 3 მილიონით არის ნაკლები მხითარიანის კონტრაქტში დაწერილ გამოსასყიდ 31 მლნ. ფუნტზე. "იუნაიტედის" პირველი შეთავაზება 19 მლნ. ფუნტს უდრიდა, მაგრამ ბუნდესლიგის მკვიდრებმა ის არ მიიღეს.

27 წლის სომეხი ფეხბურთელი მოურინიოს ერთ-ერთ უმთავრეს სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს და მასთან მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს. მოლაპარაკებების თვილთმხილველი პირი აცხადებს, რომ მხითარიანი ახალ შეთავაზებაზე თანახმაა და "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სურს.

სამწლიანი უტიტულობისა და ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ არყოფნის შემდეგ "წითელი ეშმაკები" კლუბში წარმატების დაბრუნებას ესწრაფვიან. მაღალჩინოსნები ასევე გასული სამი ზაფხულის შეცდომებზე ისწავლიან და ამჯერად უფრო რეალურ სატრანსფერო სამიზნეებს დაადგამენ თვალს ნაცვლად იმისა, რომ ვარსკვლავების შეძენა სცადონ და საბოლოოდ ახალწვეულის გარეშე დარჩნენ.

სწორედ ასეთ სამიზნედ ესახება კლუბის ხელმძღვანელობას ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 23 გოლი გაიტანა და "ბორუსიასთან" ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მხითარიანთან განშორებას არ აპირებს, მას კონტრაქტს სრულად ამოაწურვინებს და ამის შემდეგ უფასოდ გაშვებაზეც თანახმა იქნება, რადგან "ბორუსიამ" თავისი წამყვანი ფეხბურთელები უკვე დაკარგა და კიდევ ერთ ლიდერთან განშორება არ სურს. თუმცა "იუნაიტედის" 28-მილიონიანი შეთავაზება და ამას დამატებული ბონუსები იმდენად სარფიანი წინადადებაა, რომ მათ დაფიქრება მოუწევთ.

რაც შეეხება ფეხბურთელის პოზიციას, მისმა აგენტმა მინო რაიოლამ აღნიშნა, რომ მხითარიანი "იუნაიტედში" თამაშზე ოცნებობს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
22 ივნისი 2016 09:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მანჩესტერი გუნდს დაემსგავსოს და მოიყვანონ ვინც საჭიროა. ჟოზემ უაზრო ტრანსფერების გაკეთება არ იცის, გუნდს რა პოზიციაზეც უჭირს იმას დაინახავს და მაგის მიხედვით გააკეთებს ყველაფერს. ასე რომ ვენდობი ჟოზეს
0
№2
ავტორი: SAF
22 ივნისი 2016 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ვინც ეს მოიყვანოს იმის დედას ცენზურა მე!!!! cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 ივნისი 2016 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა არ ვიცი რა ვთქვა. გადმოვა და ვნახავთ რისი მაქნისიც იქნება. დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი იქნება winked
0
№4
ავტორი: AkkRed
22 ივნისი 2016 10:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოდი ბრატ ჯან მოდი, დაანახე ამათ რა შეგიძლია winked
0
№5
ავტორი: hemi
22 ივნისი 2016 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეეჰ ცენზურა რა ამას
0
№6
ავტორი: DRJBECKHAM
22 ივნისი 2016 10:24
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ერთი რაღაც მაინტერესებს, თუ 4-3-3 იქნება გუნდში ამას გამთამაშებლის როლი დაეკისრება ალბათ და მაინც დარჩება გუნდში მარჯვენა ფლანგის პრობლემა, შეიძლება მოურინიო მარჯვნივ რეშფორდს ხედავს რაც არ არის ცუდი ვარიანტი მაგრამ ნახევარდაცვაში ალბათ ახალს აღარავის უნდა ველოდოთ იმიტო რო რუნის ან ფელაინი ან შვაინა და ან შნეიდერლინი შეუწყვილდება( ერერა არც განიხილება) არ მესმის რატო აღარ მოსწონს არავის კლასიკური 4-4-2

ციტატა: ვახო ( G G M U)
მართლა არ ვიცი რა ვთქვა. გადმოვა და ვნახავთ რისი მაქნისიც იქნება. დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი იქნება winked

მე ვფიქრობ რო ცუდი არ იქნება, უბრალოდ ის არ იქნება ვინც ჩვენ გვინდა და რეალურად გუნდს ჭირდება
0
№7
ავტორი: RojoDiablo
22 ივნისი 2016 10:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: DRJBECKHAM
ერთი რაღაც მაინტერესებს, თუ 4-3-3 იქნება გუნდში ამას გამთამაშებლის როლი დაეკისრება ალბათ და მაინც დარჩება გუნდში მარჯვენა ფლანგის პრობლემა, შეიძლება მოურინიო მარჯვნივ რეშფორდს ხედავს რაც არ არის ცუდი ვარიანტი მაგრამ ნახევარდაცვაში ალბათ ახალს აღარავის უნდა ველოდოთ იმიტო რო რუნის ან ფელაინი ან შვაინა და ან შნეიდერლინი შეუწყვილდება( ერერა არც განიხილება) არ მესმის რატო აღარ მოსწონს არავის კლასიკური 4-4-2

4-2-3-1 გვათამაშებს სავარაუდოდ. 4-3-3-ს არ აირჩევს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Legend Sir Alex
22 ივნისი 2016 11:45
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რა იქნება ერთხელ ბარკლზეც დაიწეროს რაღაცა, როგორ მინდა ეგ ბიჭი "მანჩესტერში".
0
№9
ავტორი: snatch77
22 ივნისი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
მოვა ეს დიდი ალბათობით და წყენა არ გააკეთოთ derpgop
0
№10
ავტორი: jokero89
22 ივნისი 2016 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ოცნენობს არა აბოდებს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top