ბასტიან შვაინშტაიგერმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და ეს შეხვედრა მისთვის მე-15 გამოდგა "ბუნდეს მანდშაფტის" რიგებში.
აქამდე აღნიშნული რეკორდი ფილიპ ლამს ეკუთვნოდა 14 მატჩის ჩატარებით.
31 წლის ფეხბურთელის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე 2004 წელს შედგა და მას შემდეგ შვაინშტაიგერი რეგულარულად გამოდის გერმანელთა რიგებში.