ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის მერე სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
შვედეთი ოთხშაბათს ბელგიის ნაკრებს ხვდება და ეს მატჩი შეიძლება, პსჟ-ს ყოფილი ფორვარდისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში, რამეთუ შვედებს ამჟამად ერთი ქულა აქვთ მოპოვებული და ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შვედეთის 23-წლამდელთა ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებში უნდა მიეღო მონაწილეობა და ტურნირზე ზლატანიც უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა გადაიფიქრა.
"ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე შვედეთის ბოლო მატჩი ჩემი უკანასკნელი სანაკრებო მატჩი იქნება. ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მივიღებ.
ესე იგი, ჩემი ბოლო მატჩი იქნება ევროპის ჩემპიონატზეც. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, მაქსიმალურად გაიწელება. იმედია, დღეს ბოლოჯერ არ ვითამაშებ. თუმცა, არაფერს ვნანობ.
იმედგაცრუებული არ ვარ. ვამაყობ, რომ შვედეთის კაპიტანი ვიყავი.
მინდა, მომენტით ვისარგებლო და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნებისმიერ ადგილას მიცხადებდნენ, შვედეთის დროშას ყოველთვის თან ვატარებ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.