"იუვენტუსის" დირექტორი პეპე მაროტა აცხადებს, რომ ესპანელი ფორვარდი "იუვენტუსს" დატოვებს.
2014 წელს, როდესაც მორატა გადავიდა "რეალიდან" "იუვენტუსში", ტურინელებთან გაფორმებულ კონტრაქტში შევიდა პუნქტი, რომლითაც მადრიდელებს მორატას დაბრუნება 30 მილიონად შეუძლიათ. მათ უნდა აამოქმედონ აღნიშნული პუნქტი 15 ივილისამდე.
ესპანურმა საინფორმაციო წყაროებმა უკვე გაავრცელეს ხმები იმის შესახებ, რომ "რეალს" მორატას გამოსყიდვა და შემდეგ ორმაგ ფასში გაყიდვა სურს. ჟოზე მოურინიოს მოსწონს ესპანელი ფორვარდი და მისი ყიდვას "მანჩესტერ იუნაიტედში" აპირებს.
პეპე მაროტამ განაცხადა: "რეალს" სურს პუნქტის ამოქმედება."
"ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ მადრიდელთა შემოთავაზებას, მორატას "იუვენტუსში" დარჩენის შანსები სამწუხაროდ, ძალიან მცირეა."