რომელუ ლუკაკუს აგენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ლუკაკუ "ევერტონში" დარჩეს მიუხედავად მისადმი "იუნაიტედისა" და "ჩელსის" ინტერესისა.
ლუკაკუმ არაერთხელ განაცხადა სურვილი, რომ დატოვოს "ევერტონი", რომელმაც წინა სეზონი 11 ადგილზე დაასრულა. ლუკაკუ არაა წინააღმდეგი კიდევ ერთხელ სცადოს მუშაობა ჟოზე მოურინიოსთან, რომელმაც გაყიდა ლუკაკუ 2014 წელს.
მინო რაიოლა, ლუკაკუს აგენტი აცხადებს, რომ ახალმა გარემოებებმა მისი კლინეტის დარჩენა შეიძლება გამოიწვიოს.
"ევერტონს" არ სურს ლუკაკუს გაყიდვა, მაგრამ ლუკაკუს სურს უფრო ძლიერ გუნდში თამაში." განაცხადა რაიოლამ. "თუმცა ახლა "ევერტონში" რაღაც შეიცვალა, იწყება ახალი პროექტი ახალი მწვრთნელით, ახალი ინვესტიციებით, რამაც შეილება ლუკაკუს აიძულოს დარჩენა. თუ მან მაინც გადაწყვიტა "ევერტონის" დატოვება, ეს უნდა იყოს ორივე მხრისათვის მომგებიანი გარიგება.