გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იულიან დრაქსლერით დაინტერესდა, TransferMarketWeb-ი კი იტყობინება, რომ კლუბმა "ვოლფსბურგს" უკვე მიმართა.
გერმანელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "მგლებთან" 2020 წელს იწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 38.5 მლნ. ფუნტს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" მოთხოვნილი თანხის გადახდას აპირებენ, "ვოლფსბურგს" თავის წამყვან ფიგურასთან განშორება არ სურს.
კლუბის სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი აცხადებს: "ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა წინადადებას ვისმენთ.
მაგრამ ეს არ ეხება დრაქსლერსა და შურლეს.
მათი გაყიდვა არ გვინდა. ჩემპიონთა ლიგაზე მათთან ერთად უნდა დავბრუნდეთ".