"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი საშინაო ფორმის სურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მწარმოებელი adidas-ი მომდევნო სეზონისთვის დამზადებულ სათამაშო ფორმას ზაფხულში წარადგენს, თუმცა ინდოეთის დედაქალაქში adidas-ის ოფიციალურ მაღაზიებში უკვე იყიდება ახალი დიზაინის მაისურები.
"იუნაიტედმა" უკვე გამოაცხადა, რომ წინასასეზონო ტურნეზე გუნდი ლურჯი მაისურით გაემგზავრება და ჩინეთში ამხანაგურ შეხვედრებში "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
მომდევნო სეზონის საშინაო ფორმის გამოცხადება კი ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა.