მამა და აგენტი ბრაზილიელს, "ბარსას" დატოვებას ურჩევენ.
"ბარსელონას" ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარს მამა და აგენტი კლუბის დატოვებას და კარიერის "რეალში ", "პარი სენ-ჟერმენში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელებას ურჩევენ. ამ ინფორმაციას ესპანური ABC ავრცელებს.
საიდულო არავისთვის არაა ის ფაქტი, რომ ბრაზილიელის შეძენა, "მანჩესტერ იუანიტედს", "რეალს" და "პარი სენ-ჟერმენს" სურთ. ბარაზილიელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა და ეს სამი კლუბი მზადაა გადაიხადოს აღნიშნული თანხა. პარალელურად, "ბარსელონას" ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" ნეიმარს 6-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. "პარი სენ-ჟერემენი" მზადაა ნეიმარს წლიურად 18.5 მილიონი გადაუხადოს, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა 28 მილიონამდე გაიზრდება. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში წელიწადში 17 მილიონს გადაუხდის.
რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიელები ბრაზილიელს 9 მილონიდან ახალი კონტარქტის გაფორმების შემთხვევაში 14 მილიონს სთავაზობენ,
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ნეიმარს მამა და აგენტი ურჩევენ დატოვოს "ბარსელონა" და ამ სამი კულუბიდან, რომელიმეში გააგრძელოს კარიერა.
წყარო:
M.E.N.