რაიან გიგზმა თავისი ახალი სამუშაო ადგილი უკვე აირჩია.
MirrorFootball-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა კლუბთან 29-წლიანი კავშირის გაწყვეტას აპირებს და დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს.
42 წლის გიგზს "ოლდ ტრაფორდზე" სამწვრთნელო შტაბში დარჩენა შესთავაზეს, თუმცა არა ასისტენტად, რადგან ამ პოზიციას ჟოზე მოურინიოს მისთვის უკვე კარგად ნაცნობ რუი ფარიას ანდობს.
უელსელი სამწვრთნელო შტაბში ჯერ კიდევ დევიდ მოიესის დროიდან შედიოდა და თუ პირველ წელს მოთამაშე-მწვრთნელის როლი მოირგო, ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას უკვე ჰოლანდიელის ასისტენტი იყო. თუმცა, აღარ აპირებს ამავე პოსტზე თანხმობის გამოცხადებას.
ამის ნაცვლად, გიგზი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს და შეცვლის დუგი ფრიდმენს, რომლის პოსტიც მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, პოლ უილიამსის მარტში დანიშვნისა და სეზონის დასრულების შემდეგ ვაკანტურია.
"ნოტინგემი" ევროპის თასების ორგზის გამარჯვებულია და უელსელი ლეგენდარული ბრაინ კლოფის ყოფილ გუნდს ჩაიბარებს. გუნდმა გასულ სეზონში მე-16 ადგილი დაიკავა და რაიანს სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორება დაევალება.
ხოლო თუ რა თანმიმდევრობით მოუწევს გუნდებთან შეხვედრა, ამას გიგზი ოთხშაბათს გააკრვევს, როცა მატჩების განრიგი გამოქვეყნდება.
წყარო:
mirror