"მანჩესტერ იუანიტედის" სათაგარიგო მეკარე სერხიო რომერო იმედოვნებს, რომ ჟოზე მოურინიო შანსს მისცემს, თვითონ კი მიცემული შანსის გამოყენაბას ეცდება.
სერხიო რომერო გასულ ზაფხულს გადაბარგდა "ოლდ ტარფორდზე" "სამპდორიადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით და საწყის 4 ტურში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა დე ხეას დარჩენამ, რომერო ესპანელის დუბლიორი გახადა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მეორე მეკარედ ყოფნა რომეროს ხელს არ უშლის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაში. კოპა ამერიკის მეოთხედფუნალურ შეხვედრაში ვენესუელას ფეხბურთელის, ლუის სეიჟას დარტყმული პენალტი მოიგერია, როდესაც ანგარიში 2:0 იყო. საბოლოოდ არგენტინელებმა 4:1 მოიგეს და გავიდნენ ნახევარფინალურ ეტაპზე.
ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, არგენტინელს იმედი გაუჩნდა, რომ შანსს მიიღებს პორტუგალიელისგან. რომერო ამბობს: "მოურინიომ იცის, რომ ვარ შრომისმოყვარე და მას შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს", განაცხადა მან.
"ვფიქრობ, ოდესმე "იუნაიტედის" ძირითადი მეკარე გავხდები."