თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1988,
კომენტარები: 11
ორკესტრის დირიჟორი
ინგლისის ნაკრების კაპიტნის შთამბეჭდავი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე.
ორკესტრის დირიჟორი
უეინ რუნი - ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაზე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურაა. ეჭვგარეშეა, უეინი თავს კომფორტულად გრძნობს "დირიჟორის" როლში. ის მართავს "სამ ლომთა" თამაშის ტემპსა და მიმართულებას. საინტერესოა, ჯგუფური ეტაპის გასულ ორ ტურში მისი თამაშის ანალიზი და შედარება თანაგუნდელ ნახევარმცველებთან თუ სხვა მოთამაშეებთან, რომლებიც თავიანთ ნაკრებებში იმავე როლს ასრულებენ.

რუნის აქვს საჭირო საფეხბურთო ინტელექტი, რომელმაც თავის ახალ როლთან შეგუებისა და მოედნის ცენტრში მშვიდად მოქმედების საშუალება მისცა. პედი კრერანდმა თავის თვითერზე რუნი მოედანზე ნაკისრები როლითა და აზროვნებით, შეტევისკენ მიმართვით, ანდრეს ინიესტასა და ლუკა მოდრიჩს შეადარა. რუსეთთან მატჩის შემდეგ, რომელშიც რუნის შეცვლა როი ჰოჯსონს, შესაძლოა, ორ ქულად დაუჯდა, "სამ ლომთან" კაპიტნის კრიტიკოსები გულშემატკივართა და ანალიტიკოსებს შორისაც კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რუნის როლი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი შეიძლება აღმოჩნდეს.

ამგვარად, რუნისთან შედარებისთვის პირველად ავიღოთ ერიკ დაიერი, რუნის პარტნიორი ნაკრების ნახევარდაცვაში, რომელიც, ალბათ, ყველაზე ახლოა ამპლუით, თუმცაღა პრაქტიკულად გამოკვეთილი საყრდენია, რაზეც აქცენტის გაკეთება აუცილებელია. ამპლუაში განსხვავება შესამჩნევი ხდება, თუკი გადაცემების საშუალო სიგრძის, მნიშვნელოვანი გადაცემებისა და შექმნილი მომენტების მაჩვენებელს ავიღებთ, რაშიც რუნი თავის თანაგუნდელს ძალიან აჭარბებს. ეს პირველ რიგში იმასთან არის დაკავშირებული, რომ რუნის თამაშის სურათი ორიენტირებულია შეტევის ვექტორის მიმართვაზე ფლანგზე გაკეთებული გადაცემებით. დაახლოებით ისე, როგორც "იუნაიტედში" რუნი-ვალენსიას კავშირი მოქმედებს (რუნის მიერ ეკვადორელისთვის მარჯვენა ფლანგზე გაკეთებული 40-მეტრიანი პასების სრულყოფილება გასაკვირი აღარ არის). რუნი ნაკრებშიც ასევე მოქმედებს და მარჯვნივ უოკერ-ლალანას აწვდის, მარცხნივ როუზ-სტერლინგს. ამასთან ერთად, უეინი საკმაოდ ჭკვიანურად თამაშობს მოკლე პასებსაც თავის ნახევარმცველ პარტნიორებთან, რაც გრძელ და მოკლე პასებს შორის აუცილებელი ბალანსის დაცვას უწყობს ხელს.

სხვა ორი ფეხბურთელი, რომლებიც რუნისთან შესადარებლად გამოიყენეს - ესენი ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დირიჟორები არიან შესაბამისად: ინიესტა და მოდრიჩი. ინიესტა ამპლუით თავის კოლეგებს ძალიან აჭარბებს პასების რაოდენობასა და სიზუსტეში. ეს გასაგებიცაა, თუკი ესპანეთის ნაკრების ტაქტიკას გავითვალისწინებთ, რაც მეტწილად მოკლე პასებით თამაშზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, ორივე ნახევარმცველის მსგავსება შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ როგორც რუნი, ისე ინიესტა ცდილობენ ბურთის მიწოდებას საჯარიმოში ფლანგიდან შეჭრილი ფეხბურთელისთვის და ამის ხარჯზე შეტევას აუცილებელი მოულოდნელობის ეფექტს მატებენ. ამასთან, რუნი უფრო ნაკლებად იყენებს მოკლე პასებს, რადგანაც ინგლისის ნაკრები მეტწილად სწორედ ფლანგებით თამაშობს. შესაბამისად, მისი პასის საშუალო სიგრძე უფრო მეტია, ვიდრე ინიესტასი (სხვათაშორის, მოდრიჩზე მეტიც). მოდრიჩი, ხორვატთა შეტევის ასეთივე ვირტუოზი წარმმართველი, ყველაზე ახლოს დგას რუნისთან პასების საშუალო სიგრძის მაჩვენებლით, რაც მათი სათამაშო სტილის მსგავსებას გვაჩვენებს, თუმცაღა ხორვატი ძალიან ჩამორჩება ინგლისელს შექმნილი მომენტებისა და მნიშვნელოვანი გადაცემების რაოდენობით.

ორკესტრის დირიჟორი


რუნი, ამგვარად, ინგლისის ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ხდება არა მარტო თავისი შრომიუნარიანობითა და მოედნის ყველა მონაკვეთზე ყოფნისთვის მზადყოფნის გამო, არამედ შეტევაში ბურთის სწრაფად გადატანის უნარის გამოც. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტერლინგსა და კეინს სასტარტო შემადგენლობაში ვარდი და სტარიჯი შეცვლიან, რუნის უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეეძლება თამაშზე, რამეთუ ვარდი "ლესტერში" მოედნის სიღრმიდან გაკეთებულ გრძელ გადაცემებზე აჩქარებას მიეჩვია, სტარიჯი კი, უბრალოდ, საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ უეინთან ეფექტური ურთიერთმოქმედება შეძლოს.

იმის ფონზე, რომ ინგლისის ნახევარდაცვაში დელე ალი უამრავ შეტევით ფუნქციას ითავსებს, ხოლო დაიერი, რომელიც ფორმალურად ამოტრიალებული სამკუთხედის წვეროს წარმოადგენს, ნამდვილად არ არის ისეთივე დახელოვნებული შექმნასა და გრძელი გადაცემის გამოძერწვაში, როგორც რუნი, სწორედ უეინი აიღებს ჰოჯსონის ამჟამინდელ გუნდში კონსტრუქტორის როლს, რომელსაც იგი, პირველი ორი მატჩიდან გამომდიანარე, ზედმიწევნით კარგად ასრულებს. ნაკრების სათამაშო პოტენციალის გათვალისწინებით, რაც მწვრთნელის მრავალმხრივ არჩევანს უკავშირდება, რუნის დირიჟორის რანგში თავისი შესაძლებობების წარმოჩენის უფრო მეტი შანსი ექნება ინგლისელი ახალგაზრდა "ორკესტრის" წევრებისთვის.

ორკესტრის დირიჟორი
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2016 13:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 6078
მართლა კარგად გამოიყურება რუნი, ოღონდ რაც აკლია უფრო მეტი სათამაშო აგრესიაა და საწყისი აჩქარება, შეუძლია რო უფრო მეტი აიღოს საკუთარ თავზე
0
№2
ავტორი: levionok
20 ივნისი 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 569
რა მაგრად მევასები და მიხარია კრიტიკოსებს ისგა დარჩენიათ თავიანთი გრძელი ენებით ცენზურა მოგფხანონა ასე გააგრძელე დადე ევროპა მერე ეპლი გვაქვს მოსაგები
0
№3
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2016 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6040
Magari forma akrifaa <3 <3 <3
0
№4
ავტორი: Amazing Redman
20 ივნისი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
სასწაულია ვეინი მოედანზე რასაც ისაკეთებს უბრალოდ უნდა დაუფასონ მოთამაშეებმა. ასევერ არ დაგვავიწყდეს არამარტო შეტევაშია ჩართული არამედ დაცვაში სასწაულად თამაშობ ვეინი და ყველამ ვიცით მის თამაში დაცვაში თუ როგორ ეხმარება მცველებს და თავდაუზოგავად შრობობს ორივე პაზაში შეტევაშიც ასევე გამთამაშებლის როლზეც და ასევე დაცვაში. უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ რომელ გამო სლევებული ექსპერტი აყენებდა რუნის ძირითადში არდაყენებას ვახ.
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
20 ივნისი 2016 14:42
  • სიახლეები: 139
  • კომენტარები: 675
რუნი ჩემთვის ნომერ პირველი ხარ, მაგარდ მიყვარხარ! love ჩვენო კაპიტანო! love
0
№6
ავტორი: Iunaitedi
20 ივნისი 2016 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1304
cota xasiatit tu itamashebs kai iqneba.
0
№7
20 ივნისი 2016 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
რუნიიი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№8
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2016 17:01
  • სიახლეები: 1372
  • კომენტარები: 12125
მარტო ამის გამო მინდა ინგლისმა წარმატებას მიაღწიოს love
0
№9
ავტორი: hemi
20 ივნისი 2016 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 739
საღოლ ტო ამდენი რამ გათარგმნინა ოფიციალურ საიტზე რო შევედი დამეზარა წაკითხვა და ქართულის და შენი შრომის დასაფასებლად წავიკითხე.
რუნი მაგრად მომწონ მაგრამ ჩემს თვალში ყოველთვის ფორვარდად დარჩება და მინდა რო გოლები გაიტანოს სამ მატჩში ერთხელ მაიმც
0
№10
ავტორი: temo-scholes
21 ივნისი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ნოემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2018, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
1 დეკემბერი 2018, 19:00
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 ნოემბერი
იანგ ბოიზი28 ნოემბერი
საუთჰემპტონი1 დეკემბერი

წინა მატჩები

11 ნოემბერი 2018, 20:30
სიტი3
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
8 ნოემბერი 2018, 00:00
იუვენტუსი1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
3 ნოემბერი 2018, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
სიტი11 ნოემბერი
იუვენტუსი8 ნოემბერი
ბორნმუთი3 ნოემბერი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top