ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რეალობას.
შვედ თავდამსხმელს - თავისუფალ აგენტს - დიდი ხანია უკავშირებენ "წითლებს". მისი აგენტი მინო რაიოლა კი ამის შესახებ აცხადებს: "მე უკვე გადავწყვიტე, ახლა მისი ჯერია. ყველაფერს ვნახავთ.
ევროპის ჩემპიონატით ძალიან დაკავებულია. ევროს, ქვეყნისა და მწვრთნელის გარდა, ზლატანს ამაზეც უხდება ფიქრი".
რაც შეეხება "იუნაიტედს", რაიოლამა მის შესახებ ფრანგულ ტელევიზია Telefoot-ში განაცხადა: "დიდი გუნდი დიდი მწვრთნელით".