"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელების მოლოდინით, რაიან გიგზი თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
როგორც ცნობილია, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ლეგენდარული ფეხბურთელის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ეცდებიან, მაგრამ ჟოზე მოურინიოს თავის ასისტენტად გიგზის დანიშვნა არ სურს, რადგანაც მასში კონკურენტს ხედავს.
კლუბმა ლუი ვან გაალისა და დევიდ მოიესის ყოფილ ასისტენტს ნებისმიერი სხვა როლის არჩევა შესთავაზა, მაგრამ გიგზი "იუნაიტედის" დატოვებას აპირებს, რასაც უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებს.
42 წლის უელსელთან დაახლოებულ პირთა ცნობით, გიგზი გარკვეულ პაუზას აიღებს, სანამ თავის კარიერაში მომდევნო ნაბიჯს გადადგამს და შესაძლოა, დამოუკიდებელ სამწვრთნელო საქმიანობასაც მიჰყოს ხელი.