გიგზს "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობისას არასდროს მიუღია წითელი ბარათი. მის კარიერაში ერთადერთი გაძევება (ორი ყვითელი ბარათი) 2001 წელს უელსისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩში მოხდა. ლეგენდარული ფეხბურთელისთვის ერთადერთი წითელი ბარათის ჩვენების პატივი ავსტრიელ მსაჯს, ფრიტც სტუჩლიკს ერგო:
მხოლოდ იკერ კასილიასმა (156), ჩავიმ (151) და რაულმა (142) ჩაატარეს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი მატჩი, ვიდრე უელსელმა.
გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 16 სხვადასხვა გათამაშებაში გაიტანა გოლი. პირველად ეს 1994 წელს "გიოტებორგის" წინააღმდეგ გააკეთა, უკანასკნელად - "ბენფიკასთან" 2011 წლის სექტემბერში.
"გიოტებორგის" კარში 33-ე წუთზე მის მიერ გატანილი გოლი 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იუნაიტედისთვის" პირველი აღმოჩნდა. იმავე შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა.
"ბენფიკას" კარში გატანილი გოლით უელსელი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავი გამოიჩინა - იგი 37 წლისა და 290 დღის იყო. მისი რეკორდი 2014 წელს ფრანჩესკო ტოტიმ დაამხო, როცა 38 წლისა და 3 დღის ასაკში "მანჩესტერ სიტის" გაუტანა.
საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა ერთხელ გიგზის შესახებ თქვა: "ის რომ ფრანგი ყოფილიყო, მე სკამზე ვიჯდებოდი!"
თავისი დამსახურების გამო 2007 წელს რაიან გიგზს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადაეცა