"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, კლუბის გაძლიერებას "შალკეს" ახალგაზრდა ტალანტის ლეროი სანეს შეძენით ეცდებიან.
"შალკე 04"-ის ნახევარმცველი ლერიო სანე, ამჟამად გერმანიის ნაკრებთან ერთად საფრანგეთში, ევრო 2016-ზე იმყოფება. Manchester Evening News-ის ინფორმაციით კი, მანჩესტერულმა კლუბებმა მის შესაძენად ბრძოლა გამართეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელებმა" სანესთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს და მის სანაცვლოდ გელზენკირხენულ კლუბს 40 მილიონ ევროს გადაუხდიან. პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ გერმანელის შეძენისთვის ბრძოლაში ფავორიტი "სიტია", რომელიც ფეხბრუთელის შეძენას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეეცდება.
რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", "ეშმაკები" ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ და 20 წლის გერმანელის შეძენას, ფეხბურთელის გარშემო შექმნილი სიტუაციდან გამომდინარე შეეცდებიან.