პეტერ შმეიხელი "იუნაიტედის" ფეხბურთელთა შორის უნიკალური მიღწევით გამოირჩა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 10-კაციანი კონდიგენტი ევროპის ჩემპიონატზე იმედოვნებს, რომ პეტერ შმეიხელის კვალს გაყვება და ევროპის ჩემპიონატს "წითელი ეშმაკობის" პერიოდში მოიგებს.
1992 წელს დანიის ნაკრები და თავად შმეიხელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნენ და სწორედ პეტერის სეივები დაეხმარა დანიელებს გერმანიასთან ფინალურ მატჩში გამარჯვებაში. დანიელთა რიგებში მაშინ ასევე ირიცხდებოდა "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი
ჯონ სივბეკი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდი" ხუთი წლით ადრე დატოვა.
"იუნაიტედში" გადასვლამდე ევროპის ჩემპიონატი სამმა ფეხბურთელმა მოიგო და მათ შორის არის
ხუან მატაც, რომელმაც 2012 წელს კიევში ჩატარებულ ფინალში ესპანეთის ნაკრების მაისურით შეცვლაზე შესვლის შემდეგ თავი გოლის გატანით გამოიჩინა. დანარჩენი ორი კი
ფაბიენ ბარტეზი და
ლორან ბლანი არიან, რომელთაც ტურნირი 2000 წელს მოიგეს ასევე იტალიის ნაკრების დამარცხების შედეგად, ამის შემდეგ კი 2000 და 2001 წლებში გადავიდნენ "იუნაიტედში" შესაბამისად.
არნოლდ მარენი 1988 წელს უკვე "აიაქსს" წარმოადგენდა, როცა ჰოლანდიის ნაკრებმა ფინალში სსრკ-ს ნაკრები დაამარცხა მარკო ვან ბასტენის დაუჯერებელი გოლის წყალობით. 2004 წელს შმეიხელის მიღწევის გამეორების დიდებული შანსი ჰქონდა
კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ფინალისტი გახდა, მაგრამ საბერძნეთთან 1-0 დამარცხდა.
სხვა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედის" ფეხბურთელობისას ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშობდა,
კარელ პობორსკია. ნახევარმცველმა 86 წუთი გაატარა "უემბლიზე" შემდგარ ფინალში, რის შემდეგაც შეცვალეს. მისი ჩეხეთის ნაკრები გერმანელებთან ოლივერ ბირჰოფის მიერ გატანილი ოქროს გოლით დამარცხდა.
"იუნაიტედის" ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგეს"იუნაიტედში" ყოფნისას: პეტერ შმეიხელი.
დატოვების შემდეგ: არნოლდ მურენი, ჯონ სივბეკი.
"იუნაიტედში" გადასვლამდე: ფაბიენ ბარტეზი, ლორან ბლანი, ხუან მატა.
წყარო:
manutd.com