პაკისტანელი ახალგაზრდის, შაჰბაზ ტა****ს ისტორიის მოსმენის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მას ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა.
შაჰბაზი - პაკისტანელი გუბერნაროტირის, სალმან ტა****ს შვილია. სალმანი მხარს უჭერდა სეკულარული სახელმწიფოს აშენებას და მკრეხელური კანონების ფორმირებას. 2011 წელს იგი თავისმა პირადმა მცველმა ჩაცხრილა, მისი შვილი კი მამის მკვლელობიდან შვიდი თვის შემდეგ გაიტაცეს.
შაჰბაზმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ხნის გულშემატკივარმა, ტყვეობაში ხუთი წელი გაატარა და მისი თქმით, აზროვნება მხოლოდ იმის წყალობით შეინარჩუნა, რომ საყვარელი კლუბის ტრანსლიაციებს უსმენდა. BBC-სთან ინტერვიუში შაჰბაზი მოგვითხრობს, რომ ერთ-ერთი მებრძოლი, რომელმაც იგი უზბეკეთის ისლამურ მოძრაობაში აიყვანა, ასევე "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა და ტასირს კამერაში რადიოს ქონის უფლებას აძლევდა, რომლის საშუალებითაც შაჰბაზი კლუბის შესახებ ინფორმაციას იგებდა და ტრანსლიაციებს ისმენდა.
მოგვიანებით შაჰბაზი ავღანელი თალიბესის ხელში აღმოჩნდა და ამა წლის მარტში გაათავისუფლეს.
ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფისმა პაკისტანელ ახალგაზრდას საჩუქრების ამანათი გაუგზავნა და წარმატებები უსურვა.