ჟოზე მოურინიომ ფილ ჯონსი დაარწმუნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობის პერიოდში მისი იმედი ექნება.
ჯონსმა გასული სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა, მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში და ვერ მოხვდა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მოურინიომ უკვე შეიძინა ცენტრალური მცველი ერიკ ბაიის სახით, ჯონსის მომავალი კიდევ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ დადგა.
მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს ჯონსისა და მისი წარმატების სჯერა, მიუხედავად ტრავმებისადმი მისი მიდრეკილებისა, რომელმაც ჯონსს გასულ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება მხოლოდ შვიდ მატჩში მისცა.