"მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანული "ვოლფსბურგის" შემტევი ფეხბურთელით, იულიან დრაქსლერით ინტერესდება.
ჟოზეს გუნდის შეტევის გაძლიერება სურს, რადგან გასულ შეზონში "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 38 შეხვედრაში მხოლოდ 49 გოლი გაიტანა.
22 წლის გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში განაპირა ნახევარმცველად და ასევე თავდამსხმელების უკან შეუძლია, შესანიშნავი წინაპირობაა გუნდის შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად. დრაქსლერი "ვოლფსბურგში" მხოლოდ 12 თვეა რაც თამაშობს, მას შემდეგ რაც "შალკედან" გასულ ზაფხულს 25.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა. იულიანი გერმანიას ევრო 2016-ზე ეხმარება და ნაკრების ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.
როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიო 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს მანჩესტერში, სადაც მარცხენა გარემარბს მარსიალი ითამაშებს, ცენტრალური ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება, მარჯვნივ განიხილება რეშფორდის, მხითარიანის, და ანდრე გომეშის კანდიდატურები, 10-ანის პოზიციას კი იულიან დრაქსლერი დაიკავებს.
"წითლებს" ეს ტრანსფერი დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
წყარო :
Bild