თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2016, 23:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2456,
კომენტარები: 17
მოურინიო გიგზში კონკურენტს ხედავს
პორტუგალიელი გიგზს თავის კონკურენტად მიიჩნევს.
მოურინიო გიგზში კონკურენტს ხედავს
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის ასისტენტად რაიან გიგზის ხილვა არ სურს, რადგან უელსელის სახით თავის კონკურენტს ხედავს.

ლუი ვან გაალის შეცვლის შემდეგ მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" თავის სამწვრთნელო გუნდს მიიყვანს. პორტუგალიელმა უკვე გადაწყვიტა, რომ მის გეგმებში არ შედის "იუნაიტედის" ლეგენდა, გიგზი.

The Times-ი იტყობინება, რომ მოურინიოს მიაჩნია, გიგზს თავი შორს ეჭირა "იუნაიტედის" წინა ორი მწვრთნელისგან, როცა მათზე ზეწოლა ხდებოდა. "განსაკუთრებულის" აზრით, გიგზი დევიდ მოიესსა და ლუი ვან გაალს სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებდა მაშინ, როცა ეს აუცილებელი იყო და ამის ნაცვლად, შესაფერის მომენტს ელოდა სადავეების ხელში ჩასაგდებად.

სწორედ ამ მიზეზით არ აპირებს მოურინიო კლუბის პირობის მიღებას და თავის ასისტენტად რაიან გიგზის დანიშვნას. მის ნაცვლად პორტუგალიელს "იუნაიტედთან" დაკავშირებული სხვა პირის გადაბირება სურს და ასეთ კანდიდატად რიო ფერდინანდი მიაჩნია.

ჟოზეს თავისი გადაწყვეტილების მართებულობაში ისიც არწმუნებს, რომ უელსელი საჯაროდ არასდროს გამოსულა მოიესისა და ვან გაალისა დასაცავად, შესაბამისად, არც მას უნდა ჰქონდეს გიგზის იმედი საჭიროების შემთხვევაში.

წყარო: thesun
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 ივნისი 2016 23:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოურინიო რომ არ იყოს, ვიტყოდი, რომ დიდი სისულელეა, მაგრამ მოურინიოა და თანაც ეს აზრი მაინცდამაინც საფუძველს მოკლებული არ არის. გიგზი წავა სავარაუდოდ და თუ ლუის დავუჯერებთ, საკმაოდ კარგ საქმესაც აკეთებდა, თუმცა მაგის გაკეთება სხვებსაც შეუძლიათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
17 ივნისი 2016 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
მთლად ვერ ვეთანხმები მარა მოუ იცის ალბათ მისი საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№3
ავტორი: abrama
17 ივნისი 2016 23:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Eh mou laparakit neore vangaali xar.
0
№4
ავტორი: hemi
17 ივნისი 2016 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მე იმიტო არ მჯერა რო სანია წყარო მარა ფაქტია სიმართლის მარცვალი დევს ამ ყველაფერში, ახლა ვიტყოდი გიგზი ისეთი ცენზურაი არაა რო გუნდის კეთილდღეობას თვითონ რო მწვრთნელი იყოს ეგ ანაცვალოსთქო მარა მერე ძმის ცოლი გამახსენდ
0
№5
ავტორი: Iunaitedi
17 ივნისი 2016 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Realurobastan axlosaa es yvelaferi.
0
№6
ავტორი: hemi
18 ივნისი 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ნუ ერთი მხრივ კაია სტიმულია გიგზისთვის მოუ რო კონკურენტად მიგიჩნევს, ახლა წავიდეს სადმე რამე გუნდი ჩაიბაროს და დაგვიმტკიცპს რო იმსახურევს უტდს გაწვრთნას
0
№7
ავტორი: RojoDiablo
18 ივნისი 2016 00:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: hemi
მე იმიტო არ მჯერა რო სანია წყარო მარა ფაქტია სიმართლის მარცვალი დევს ამ ყველაფერში, ახლა ვიტყოდი გიგზი ისეთი ცენზურაი არაა რო გუნდის კეთილდღეობას თვითონ რო მწვრთნელი იყოს ეგ ანაცვალოსთქო მარა მერე ძმის ცოლი გამახსენდ

თაიმსია წყარო, სანი ისეთივე მიმღებია ინფორმაციის, როგორც ჩვენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: gela-manchesteri
18 ივნისი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მაუს მერე მეინც მისცენ შანსი
0
№9
ავტორი: LASHQARA
18 ივნისი 2016 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ადრე თუ გვიან გიგზი მაინც გახდება მანჩესტერის მწვრთნელი ოღონდ ფარხმალი არ უნდა დაყაროს love am
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივნისი 2016 02:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არც გიგსს უნდა დარჩენა ფაქტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top