ცნობილი თამაშის, FIFA-ს ახალ ვერსიაში გამოჩნდა სიუჟეტური ისტორიის რეჟიმი, რომელშიც თამაში შეიძლება ვინმე ალექს ჰანტერით - გამოგონილი პერსონაჟით, რომელიც ინგლისურ ფეხბურთში ფეხს იდგამს.
მისიის გასვლისთვის ნებისმიერი კლუბის არჩევაა შესაძლებელი, მაგრამ გამომცემლის ვერსიით, ალექს ჰანტერი თავდაპირველად "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს და ჰანტერის პროტოტიპის ძალიან ჰგავს "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდი მარკუს რეშფორდი.
EA Sports-მა, გამომცემელმა კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ თამაშის ახალ ვერსიაში საფეხბურთო მწვრთნელების პერსონაჟებიც გამოჩნდება. კომპანიის წარმომადგენელთა გამოსვლის ამ ნაწილში სპეციალურ სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიწვიეს.
ბრიტანული პრესის თანახმად, FIFA 17-ის გარეკანს "წითლების" ფორვარდი ენტონი მარსიალი დაამშვენებს.