შვედეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰაკან ერიქსონმა ახსნა, თუ როგორ მოხვდა იბრაჰიმოვიჩის გვარი ეროვნული ნაკრების რიგებში, რომელიც აგვისტოში რიო-დე-ჟანეიროში ითამაშებს.
Sky Sports-ის მონაცემებით, ზლატანის გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" თითქმის დასრულებულია და როგორც უკვე შეგატყობინეთ, კლუბი უკმაყოფილოა იმით, რომ იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ისედაც დიდ ენერგიას დახარჯავს, ბრაზილიაში ოლიმპიადაზე გაემგზავრება.
თუმცა ერიქსონი ამ ინფორმაციას ურყოფს და აცხადებს, რომ შვედ თავდამსხმელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
"თავიდან ვფიქრობდით, რომ ისინი, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდნენ, ოლიმპიურ ნაკრებში არ უნდა მოხვედრილიყვნენ, მაგრამ მერე ზლატანისა და ჩემი საუბარი შედგა. ეს მის კარიერაში ახალი გამოწვევა იქნება, მაგრამ გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატამდე არ მიიღებს.
მისი აყვანის უმცირეს შანსსაც კი გამოვიყენებ, რადგან ფანტასტიკა იქნება, თუკი ზლატანი ჩვენთან ითამაშებს", - განაცხადა ერიქსონმა.
ოლიმპიური თამაშები 3 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტოს დასრულდება, ხოლო პრემიერ ლიგა 13 აგვისტოს გახსნის ახალ სეზონს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.