"ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის აგენტი იტყობინება, რომ მისი კლიენტის გამოსასყიდი თანხის გადახდას მსოფლიოს სამი უდიდესი კლუბი აპირებს.
ბრაზილიელის კონტრაქტი 24 წლის ფეხბურთელს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოოს ნებისმიერ კლუბთან, რომელიც მასში 157 მლნ. ფუნტს გადაიხდის.
მისი აგენტი ვაგნერ რიბეირო კი იტყობინება, რომ ამისთვის სამი კლუბია მზად. პრესის თანახმად, ეს კლუბები "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალ მადრიდი" და პსჟ არიან.
ნეიმარს, რომელიც "ბარსელონაში" "სანტოსიდან" 2013 წელს გადავიდა, "ნოუ კამპზე" კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ ვრცელდება ჭორები, რომ ბრაზილიელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.
რიბეიროს განცხადება: "მსოფლიოს სამ კლუბს სურს ნეიმარის შეძენა და მის სანაცვლოდ "ბარსელონასთვის" 200 მლნ. ევროს გადახდა.
მეტს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. მხოლოდ იმის გარანტირება შემიძლია, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" ბედნიერია".