რეშფორდის გზა მანჩესტერიდან, საფრანგეთამდე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ტალანტმა მარკუს რეშფორდმა მოახერხა და ევრო 2016-ზე უელსისის წინააღმდეგ ითამაშა, მან 73-ე წუთზე ადამ ლალანა შეცვალა. დაამყარა უეინ რუნის მიერ დამყარებული რეკორდი, გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "სამი ლომის" მაისური მოირგო საერთაშორისო დონეზე (18 წლის და 228 დღის.) მოდით, ერთად გავიხსენოთ თუ რა გზა განვლო "მანჩესტერის" დებიუტიდან ევრო 2016-მდე. ამისთვის მას მხოლოდ 112 დღე დასჭირდა.
25 თებერვალი: ალბათ, მარკუს რეშფორდის ცხოვრებაში ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე სწორედ მაშინ შედგა, როცა მარკუსის დებიუტი ევროპა ლიგის განმეორებით შეხვედრაში "მიდტიულანდის" წინააღმდეგ, რადგან უეინ რუნი და უილ კინი დაშავებულები იყვნენ, ხოლო ენტონი მარსიალმა გახურებისას ტრამვა მიიღო, მანჩესტერის იმდროინდელი მესაჭე ლუი ვან გაალი იძულებული იყო დაეყენებინა ყველასათვის უცნობი 18 წლის ჭაბუკი მარკუს რეშფორდი. რეშფორდმა მოახერხა და ამ მატჩში დუბლი ჩაიწერა თავის აქტივში, რითაც მოხიბლა ლუი ვან გაალი და აქედან იწყება მისი მანჩესტერული კარიერა.
28 თებერვალი: დებიუტი პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ.ბევრს ყურადღება არ მიუქცევია რეშფორდისთვის "მიდტიულანტის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, რადგან ზოგს ეგონა რომ უბრალოდ გაუმართლა.
ამის შემდეგ ზუსტად, 3 დღეში მარკუს რეშფორდის დებიუტი შედგა პრემიერ ლიგაში "არსენალის" წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში მან მოახერხა და 2 გოლი გაუტანა პრტემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, პეტრ ჩეხს და გაატანინა ანდერ ერერას, საბოლოდ მატცი 3:2 დასრულდა მანჩესტერელთა სასარგებლოდ. ამ მატჩში მარკუს რეშფორდი საუკეთესოდ დასახელდა.
3 მარტი: თვის საუკეთესო მოთამაშე.რეშოფრდის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან სულ ხმების 55% მიიღო. მაიკლ კერიკი მასზე ამბობს: "ის ნამდვილად დედამიწაზე დგას".
20 მარტი: მანჩესტერული დერბი20 მარტს "ეტიჰადზე" გაიმართა მანჩესტერული დერბი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მარკუს რეშფორდი. მან მოახერხა და შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაიტანა, როდესაც "მანჩესტერ სიტის" მცველს, მარტინ დემიჩელისს თავ-გზა აუბნია და ჯო ჰარტის კარში ბურთი გადაგზავნა. მანჩესტერელთა წითელ მხარეს ოვაციები მოუტანა 18 წლის ბიჭმა, ხოლო ცისფერი მხარე დაადუმა.
13 აპრილი: 1/2 ფინალი FA თასზე, "ვესტ ჰემი"13 აპრილს "მანჩესტერ იუნაიტედმა" განმეორებითი შეხვედრა ჩაატარა ინგლისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. მატჩში მონაწილეობა მიიღო რეშფორდმა და მოახერხა გოლის გატანა, რამაც 2 ბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ მანჩესტერი და საბოლოოდ ფინალშიც გააღწიეს.
2 მაისი: წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი2 მაისს მარკუს რეშფორდი გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და მიიღო ჯილდო Jimmy Murphy Young Player of the Year. რეშფორდმა განაცხადა რომ ეს ყველაფერი მისთვის ოცნების ახდენაა.
21 მაისი: FA თასის ფინალი21 მაისს გაიმართა FA თასის ფინალი "უეიმბლის" სტადიონზე, სადაც ერთმანეთს "კრისტალ პალასი" და "მანჩესტერ იუანიტედი" შეხვდნენ. ეს შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1 და რეშფორდმა ჯერ-ჯერობით პირველი გუნდური ტიტული მოიგო.
27 მაისი: დებიუტი "სამი ლომის" მაისურით27 მაისს შედგა რეშფორდის დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ და 3 წუთი დასჭირდა იმისათვის, (ზუსტად 135 წამი) რომ პირველი გოლი გაეტანა ეროვნული გუნდის მაისურით. მოგვიანებით ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა და გუნდს ევრო 2016-ზეც გაჰყვა.
30 მაისი: კონტრაქტის გახანგრძლივება "მანჩესტერ იუნაიტედთან"ასეთი ბრწყინვალე თამაშის ფონზე მარკუს რეშფორდმა დაიმსახურა კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედისგან" და ხელშეკრულება 2020 წლამდე გაახანგრძლივა. იგი ამბობს: "მე ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვიყავი."
16 ივნისი: რუნის რეკორდის დამხობა16 ივნისს მარკუს რეშფორდმა მორიგი რეკორდი დაამყარა- მან ევრო 2016-ზე უელსის წინააღმდეგ 73-ე წუთზე ადამ ლალანა შეცვალა და დაამხო უეინ რუნის რეკორდი. კერძოდ, მან ყველაზე ახალგაზრდამ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისელთა მაისურით. რეშფორდი 18 წლის და 228 დღის იყო - 4 დღით უმცროსი ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი.
წყარო:
manutd.com