"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერ ერერა უკვე ემზადება წინასასეზონო ტურნესთვის და თავის ყოფილ კლუბთან, "რეალ სარაგოსასთან" ერთად ივარჯიშა.
26 წლის წლის ბასკმა თავისი კარიერა სწორედ სარაგოსაში დაიწყო, სანამ ბილბაოს "ატლეტიკის" რიგებში გადავიდოდა, 2014 წელს კი "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩნდებოდა.
ერერას შეუერთდნენ ალბერტო საპატერი, მისი ყოფილი თანაგუნდელი და 19 წლის ხესუს ვალიეხო, რომელიც "რეალის" ფეხბურთელია, მაგრამ მადრიდრულმა კლუბმა იგი იჯარის წესით გაანათხოვრა.
ერერა ამჟამად ჟოზე მოურინიოს გუნდში თავის დასამკვიდრებლად ემზადება, რაც ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას არ გამოუვიდა. მან სეზონში სულ 40 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მათგან მხოლოდ 26 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.