ჟოზე მოურინიომ ფილ ჯონსთან შეხვედრა მოითხოვა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის კლუბთან დაკავშირებული მომავალი გაარკვიოს.
24 წლის ჯონსმა 2015 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი მიიღო. თუმცა, ტრავმებთან დაკავშირებული უიღბლობის, ჯანმრთელობის პრობლემისა და დაცვის ცენტრალურ ხაზში დეილი ბლინდის გამოჩენის გამო მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ ეძლეოდა.
ინგლისელმა ლუი ვან გაალის ბოლო სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ფილი "იუნაიტედს" არ სჭირდება.
"წითლების" ახალი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ ჯონსს შეხვდება და აუხსნის, თუ რა გეგმები აქვს პორტუგალიელს მასთან დაკავშირებით.