ჟოზე მოურინიომ უკვე განახორციელა თავისი პირველი ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში", ევრო 2016 - ის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც წითელ ფორმას მოირგებს. წამსვლელებს რაც შეეხებათ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა თურქულმა გაზეთმა, მათი ქვეყნის ერთ-ერთ პირველ გუნდს, კერძოდ კი "ფენერბაჰჩეს" ხუან მატას იჯარით აყვანა სურს. არავისთვის არ არის დასამალი მატას და მოურინიოს ცუდი ურთიერთობა რომელიც "ჩელსიში" მთავარი მწვრთნელობის პერიოდში დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ ესპანელი მოურინიომ "ოლდ ტრაფორდიდან" გაყიდოს.
მატა რომელიც დევიდ მოიესმა შეიძინა 2014 წლის იანვარში არ ჯდება მოურინიოს სამომავლო გეგმებში, ესპანელმა ფლეიმეიქერმა გასულ სეზონში 54 თამაში ჩაატარა და თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა