ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ახალი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ვიქტორ ვალდესის შეძენას ეცდება. 34 წლის უილ კაბალერო სავარაუდოდ კარიერას ესპანეთში გააგრძელებს, გუნდის მესამე მეკე რიჩარდ ვრაითი კი კლუბმა სეზონის დასრულებისთანავე გაუშვა. გუარდიოლას აზრით, ვალდესი გუნდის მეორე მეკარის პოზიციაზე კარგი არჩევანი იქნება. ცნობილია, რომ მათ ახლო მეგობრობა აკავშირებთ რამდენიმეწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ. ვალდესმა "იუნაიტედის" მაისურით სულ ორი მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაუშვა. მიმდინარე სეზონი მან "სტანდარტში" იჯარის წესით გაატარა. ვან გაალმა ვიქტორი 2014 წელს შეიძინა და მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებაში დაეხმარა.