თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2013, 16:33
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2499,
კომენტარები: 27
Manchester United VS Liverpool - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" - პრევიუ
Manchester United VS Liverpool - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" - პრევიუ


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ-ლიგა, 22 ტური
მსაჯი: ჰოვარდ უები
თარიღი: კვირა, 13 იანვარი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 17:30, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: GMG ფეხბურთი.


Manchester United VS Liverpool - Preview


Manchester United VS Liverpool - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: უეინ რუნი,ფილ ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Smalling, Vidic, Ferdinand, Evans, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Fletcher, Anderson, Scholes, Carrick, Kagawa, Young, Nani, Valencia, Hernandez, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ "ლივერპულთან" მატჩისთვის მზად იქნებიან ანდერსონი და ლუიშ ნანი ხოლო რაც შეეხება ფილ ჯოუნსა და უეინ რუნის ისინი თასის განმეორებით მატჩისთვის მზად იქნებიან "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.


Manchester United VS Liverpool - Preview

"ლივერპული"

ტრავმირებულები: ხოსე ენრიკე,კელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Reina, Wisdom, Agger, Skrtel, Johnson, Gerrard, Lucas, Allen, Sterling, Sturridge, Suarez, Jones, Carragher, Coates, Robinson, Shelvey, Henderson, Sahin, Suso, Downing, Borini.
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი


"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შეიძლება "ლივერპულის" ახალწვეულის დანიელ სტარიჯის დებიუტი შედგეს პრემიერ ლიგაში.მან უკვე ერთი მატჩი ჩაატარა "ლივერპულის" მაისურით თასის გათამაშებაზე და პირველივე მატჩში გოლის გატანაც მოახერხა.კვირას კლუბს დაუბრუნდება რეინა,ჯერარდი და ჯონსონი,რომლებმაც გამოტოვეს თასის თამაში,ასევე კლუბს დაუბრუნდა თავდამსხმელი ბორინი,რომელმაც მოტეხილი ფეხის გამო ოქტომბრის მერე აღარ უთამაშია.


ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United VS Liverpool - Preview

ამ ორი დიდი გრადის ბოლო დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 11 თებერვალს შედგა.მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა,მაგრამ უეინ რუნის დუბლის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" ამ მატჩში 3 ქულის აღება მოახერხეს. 80' წუთზე "ლივერპულიდან" თავი ლუის სუარეზმა გამოიჩინა და საბოლოოდ მატჩი 2-1 დასრულდა.




გუნდების ფორმა

Manchester United VS Liverpool - Preview

პირველი ადგილი,52 ქულა


პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მყოფმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო პრემიერ ლიგის 19 მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს "ტოტენჰემთან".ბოლო 9 პრემიერ ლიგის მატჩში "ალისფერმა ეშმაკებმა" 8 მოიგო ხოლო 1 ფრედ ითამაშა "სუონსთან".მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა პრემიერ ლიგაში უკვე 28 გოლი გაუშვეს,რამაც ხალხში ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია,მაგრამ "იუგანთან" და "ვესტ ბრომიჩთან" მშრალად შენახულმა კარებმა შეიძლება ყველაფერი გამოასწოროს."მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარ მოედანზე ბოლო 59 მატჩია გოლი გააქვს დაწყებული 2009 წლიდან "ასტონ ვილას" წინააღდეგ.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს შეუძლიათ ამ მაჩვენებლის გაზრდა და ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდის მოხსნას.ამ წუთისათვის ეს რეკორდი "ვულვერჰეპთონს" ეკუთვნის,რომელბაც ზედიზედ 75 საშინაო მატჩში შეძლეს გოლის გატანა 1956 წლიდან 1959 წლამდე.ამ წუთისათვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის სათავეში 52 ქულით არის.პრემიერ ლიგის ისტორიაში ამ ეტაპისთვის ამაზე მეტი ქულათა რაოდენობა მხოლოდ ორ კლუბს ჰქონდა დაგროვებულია,პირველი ისევ "მანჩესტერ იუნაიტედს" 53 ქულა 2006-07 წლებში და ლონდონის "ჩელსს",რომელმაც 58 ქულა დააგროვა 2005-06 წლებში.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ბოლო 5 პრემიერ ლიგის მატჩში მხოლოდ 1 ფრე აქვს ხოლო დანარჩენი მოგება."წითელი ეშმაკები" 7 ქულიანი უპირატესობით არიან ცხრილის სათავაშე და ყველანაირად შეეცდება "ოლდ ტრაფორდზე" "მერსისაიდელთა" დამარცხებას.


Manchester United VS Liverpool - Preview

მერვე ადგილი, 31 ქულა


"ლივერპული" მიმდინარე სეზონში არც თუ ისე ძლიერად გამოიყურება,მაგრამ ამ მატჩისადმი ყოველთვის დიდი ინტერესია,რადგან ერთმანეთს უპირისპირდებიან პრემიერ ლიგის ორი ტიტულოვანი კლუბი."ლივერპულმა" ბოლო 7 შეხვედრიდან 5 მოგიო ხოლო ორი წააგო.ბოლო 5 პრემიერ ლიგის მატჩში "მერსისაუდულმა" კლუბმა 2 მარცხი იწვია "სტოკ სიტისთან" და "ასტონ ვილასთან",სწორედ ესეთ მატჩებში მარცხი განაპირობებს "ლივერპულის" მერვე ადგილზე ყოფნას.ბრენდან როჯერსის კლუბმა ბოლო პრემიერ ლიგის 4 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა,რაც ძალიან კარგი შედეგია.ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ლივერპულმა" ჯერ-ჯერობით ერთი ტრანსფერი განახორციელა."მერსისაიდულმა" კლუბმა დანიერ სტარიჯი შეიძინეს ლონდნის "ჩელსიდან".სტარიჯის დებიუტი კლუბში უკვე შედგა თასის გათამაშებაზე,სადაც თავის გამოჩენაც შეძლო და ერთი გოლი მიითვალა თავის ანგარიშზე."ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი არ გამორიცხავს,რომ შესაძლოა დანიერ სტარიჯის დებიუტი პრემიერ ლიგაში სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შედგეს "ოლდ ტრაფორდზე"."ლივერპულმა" მიმდინარე პრემიერ ლიგაში მეტოქის კარებში 34 გოლი გაიტანა ხოლო საკუთარ კარებში 26 გოლი გაუშვა.ამ ეტაპისთვის კლუბი მერვე ადგილს იკავებს და ყველანაირად შეეცდება "ოლდ ტრაფორდზე" "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ 3 ქულის აღებას.


ბოლო მატჩები


Manchester United VS Liverpool - Preview


Manchester United VS Liverpool - Preview

ცოტა რამ მასპინძელ გუნდზე


"მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა კარგად იცნობს. ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.
"მანჩესტერ იუნაიტედი",რომელიც 7 ქულით უსწრებს თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" ყველანაირად შეეცდება "მერსისაიდული" კლბუის წინააღმდეგ 3 ქულის აღებას,მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები ამ მატჩს უეინ რუნის გარეშე ჩაატარებენ.


Manchester United VS Liverpool - Preview

ცოტა რამ სტუმარ გუნდზე


"ლივერპული" ბოლო წლებში ნამდვილად არ გამოიყურება კარგ ფორმაში,მაგრამ ის ჯერ კიდევ მაინც ითვლება "მანჩესტერ იუნატიედის" მთავარ კონკურენტად.გარდა ამისა "ლივერპული" ჯერ-ჯერობით ერთადერთი კლუბია,რომელიც ცხილობს შეეცილოს "წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგის ტიტულებში.ყველამ კარგად ვიცით,რომ "მერსისაიდულ" კლუბს პრემიერ ლიგა 18-ჯერ აქვს მოგებულია ხოლო "ალისფერ ეშმაკებს" 19-ჯერ."ლივერპულს" FA Cup-ი 7-ჯერ აქვს მოგებული ხოლო ლიგის თასი 8-ჯერ.ბოლო რამდენიმე წელია უკვე "ლივერპულის" წამყვანი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდთან ერთად ლუის სუარეზი გახდა,რომელიც მიმდიანრე სეზონში პრემიერ ლიგის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებს 15 გოლით.
"ლივერპული" ამ წუთას პრემიერ ლიგაში მერვე ადგილს იკავებს,ამიტომ ბრენდან როჯერსი ყველანაირად შეეცდება "ოლდ ტრაფორდზე" 3 ქულის აღებას.


ურთიერთშეხვედრები


ეს ორი პრემიერ ლიგის გრადი ერთმანეთს სულ 186-ჯერ შეხვდნენ.აქედან სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 73 მატჩი მოიგო."ლივერპულის" ანგარიშზე 62 მატჩი არის ხოლო 51 მატჩი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 8 შეხვედრიდან "ლივერპულის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდძე" პრემიერ ლიგაში 7-ში მოახერხა გამარჯვება ხოლო ერთ მატჩში დამარცხდა 2009 წლის მარტში ანგარიშით 1-4.პრემიერ ლიგის ისტორიაში ამ ორი კლუბის დაპირისპირების დროს 14 წითელი ბარათი არის ნაჩვენები.ამაზე დიდი შედეგი აქვს დერბს "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის,სადაც 20 წითელი ბარათი არის ნაჩვენები.ბოლო ფრე "ოლდ ტრაფორდზე" ამ ორ კლუბს შორის 2000 წლის მარტში დაფიქსირდა.2007-08 სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ორივე შეხვედრა მოუგო "ლივერპულს".მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" მოწინააღდეგის კარში 412-ჯერ დაარტყა ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" 433-ჯერ.მიმდინარე პრემიერ ლიგაში "წითელმა ეშმაკებმა" 21 გოლით მეტი გაიტანა.


ამ გუნდებს შორის ყველა შეხვედრა
English Premier League


23.09.2012 Liverpool 1-2 Manchester United
11.02.2012 Manchester United 2-1 Liverpool
15.10.2011 Liverpool 1-1 Manchester United
06.03.2011 Liverpool 3-1 Manchester United
19.09.2010 Manchester United 3-2 Liverpool
21.03.2010 Manchester United 2-1 Liverpool
25.10.2009 Liverpool 2-0 Manchester United
14.03.2009 Manchester United 1-4 Liverpool
13.09.2008 Liverpool 2-1 Manchester United
23.03.2008 Manchester United 3-0 Liverpool
16.12.2007 Liverpool 0-1 Manchester United
03.03.2007 Liverpool 0-1Manchester United
22.10.2006 Manchester United 2-0 Liverpool
22.01.2006 Manchester United 1-0 Liverpool
18.09.2005 Liverpool 0-0 Manchester United
15.01.2005 Liverpool 0-1 Manchester United
20.09.2004 Manchester United 2-1 Liverpool
24.04.2004 Manchester United 0-1 Liverpool
09.11.2003 Liverpool 1-2 Manchester United
05.04.2003 Manchester United 4-0 Liverpool
01.12.2002 Liverpool 1-2 Manchester United
22.01.2002 Manchester United 0-1 Liverpool
04.11.2001 Liverpool 3-1 Manchester United
31.03.2001 Liverpool 2-0 Manchester United
17.12.2000 Manchester United 0-1 Liverpool
04.03.2000 Manchester United 1-1 Liverpool
11.09.1999 Liverpool 2-3 Manchester United
05.05.1999 Liverpool 2-2 Manchester United
24.09.1998 Manchester United 2-0 Liverpool
10.04.1998 Manchester United 1-1 Liverpool
06.12.1997 Liverpool 1-3 Manchester United
19.04.1997 Liverpool 1-3 Manchester United
12.10.1996 Manchester United 1-0 Liverpool
17.12.1995 Liverpool 2-0 Manchester United
01.10.1995 Manchester United 2-2 Liverpool
19.03.1995 Liverpool 2-0 Manchester United
17.09.1994 Manchester United 2-0 Liverpool
30.03.1994 Manchester United 1-0 Liverpool
04.01.1999 Liverpool 3-3 Manchester United
06.03.1993 Liverpool 1-2 Manchester United
18.10.1992 Manchester United 2-2 Liverpool


პრემიერ ლიგის ორი ბომბარდირი

Manchester United VS Liverpool - Preview


"მანჩესტერ იუნაიტედის" რობინ ვან პერსი კვირას "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება "ლივერპულის" ლუის სუარესს. ეს ორეული აპირებს იბრძოლოს სეზონის ბოლომდე და გახდეს პრემიერ-ლიგის ბომბარდირი. მაგრამ ჩნდება კითხვა რომელი უფრო უკეთესი მოთამაშეა და რომელი უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის?გოლების მხრივ, ორივე ფეხბურთელი ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან. რობინ ვან პერსის აქვს 20 გოლი, 26 ჩატარებულ მატჩში, სუარესს კიდე იგივე რაოდენობის მატჩში ორით ნაკლები. სუარესმა ამ გოლების გატანა 14 სხვადასხვა მატჩში მოახერხა რობინმა კი 15_ში. ვან პერსი საშუალოდ გოლს 98.8 წუთში ერთხელ იტანს, როცა სუარესის ეს მაჩვენებელი 18 წუთით მეტია - 117.2 წუთი.ორივე თავდამსხმელი ძალიან სახიფათოა საჯარიმოში, მაგრამ როცა დარტყმებზეა საქმე სუარესს ბევრად მეტი დარტყმა აქ. ჯერ-ჯერობით ამ სეზონში ურუგვაელს 113 დარტყმა აქ განხორციელებული, როცა რობინს 75. მაგრამ როცა კარის ჩარჩოში დარტყმებზე დგება საქმე ვან პერსი უკეთესია. მისი დარტყმების 50.7 პროცენტი კარის ჩარჩოში ხვდება, სუარესის 46.9 პროცენტი.როდესაც საქმე დგება საგოლე გადაცემებზე, აქ ერთ პიროვნულად გამორჩეული რობინ ვან პერსია. ჰოლანდიელს ამდენ გატანილ გოლთან ერთად ექვსი საგოლე პასიც აქვს როცა სუარესის ეს მაჩვენებელი სამია.ორივე ფეხბურთელი ძალზე მნიშვნელოვანია თავიანთი გუნდისათვის. მაგრამ ვან პერსის გავლენა "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე და ამ დროისათვის მიღწეულ შედეგზე უფრო დიდია. თუ ჩვენ "იუნაიტედს" ვან პერსის გოლებს და საგოლე გადაცემებს გამოვაკლებთ ვნახავთ, რომ გუნდს ახლა 27 ქულით ნაკლები ექნებოდა. თუ ამავეს ჩვენ სუარესის მაგალითზე ვიზავთ მივიღებთ 12 ქულიან განსხვავებას.სუარესს თავისი აღნაგობიდან გამომდინარე უადვილდება დრიბლინგი. ურუგვაელს სწრაფად შეუცლია მიმართულებების ცვლა, რაც მცველებს თავბრუს ახვევს. მართალია, რობინი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მისი სტილი არ არის დრიბლინგი. ამიტომაც ამ ასპექტში ლიდერი სუარესია.
კითხეთ ნებისმიერ მწვრთნელს და ნახავთ, რომ ყველას უნდა ამ ორი ფეხბურთელის ხილვა თვის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს პატივისცემას. სუარესის საქციელი მოედნის გარეთ, სიმულაციები და რიგ ეპიზოდებში ხელით თამაში მის რეპუტაციას ლახავს, მაგრამ ის თუ რამდენ კარგ რამეს აკეთებს სუარესი გუნდისთვის, ლივერპულს სხვა მხრივ პრეტენზია არ აქვს მის უარყოფით მხარეზე. რობინ ვან პერსის "იუნაიტედში" გადმოსვლის დღიდანვე არანაირი პრობლემა არ შეუქმნია კლუბისთვის, მეტიც მან ძალზე ბევრი რამ შემატა გუნდს.


საინტერესო მონაცემები


Manchester United VS Liverpool - Preview


Manchester United VS Liverpool - Preview


Manchester United VS Liverpool - Preview


Players to watch


Manchester United VS Liverpool - Preview


PROBABLE LINEUPS


Manchester United VS Liverpool - Preview


Editor's Prediction


Manchester United VS Liverpool - Preview


პრომო


მატჩის წინ
27 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
12 იანვარი 2013 16:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ისეთი არ გამომივიდა,როგორიც ჩაფიქრებული მქონდა,მაგრამ რაც შევძელი ეს არის და იმედია მოვიგებთ ამ მატჩს feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Esi
12 იანვარი 2013 16:38
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
UTD-Rule,
კარგი ახლაა)))

შეეეთ! აი მესმის პრევიუ!

მგელი ხარ მგელი lol
0
№3
ავტორი: razma21
12 იანვარი 2013 16:47
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ საღოლ საღოლ!!!
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
12 იანვარი 2013 16:48
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ დავით feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Tsuki
12 იანვარი 2013 17:02
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
UTD-Rule,

საღოლ, იმენა საღოლ ბევრი გიშრომია.... საღოლ ძმაო მართლაც რომ მგელი ხარ მგელი :)
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2013 17:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრავო, ბვრაო! პრევიუების პრევიუ manutd მართლა მგელი ხარ, გვარს ამართლებ aaaeee

საცოდაობაა ამ მატჩის გამოტოვება, მაგრამ რას ვიზამ, მჯერა, რომ დავამარცხებთ ლივერპულს, მსაჯი იმედია არ დაუშვებს შეცდომას და არ გაბურღავენ ტვინს რაღაც ჩელსობებით ზოგიერთები
0
№7
ავტორი: UTD-Rule
12 იანვარი 2013 17:34
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: GioO_o
მართლა მგელი ხარ, გვარს ამართლებ

biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: always ReD
12 იანვარი 2013 17:34
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ კაია ავტორ!!!!
0
№9
ავტორი: Zizou
12 იანვარი 2013 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ზუსტად ის სავარაუდო შემადგენლობაა რაც მინდა...
ძალიან კარგი პრევია
0
№10
ავტორი: Amanda Seyfried
12 იანვარი 2013 17:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
საღოლ კარგია,ვალე არ უნდა დააყენოს.პირველი იმიტომ რომ საშინელ ფორმაშია,და როცა დაინახავს რომ სკამს ხეხავს უფრო იზრუნებს და საკუთარ თავთან იმუშავებს ფორმაში შესასვლელად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top