"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენას შეეცდება.
როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა, იტალიელის სანაცვლოდ ფრანგებს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 8,5 მილიონი ევრო შესთავაზოს.
23 წლის იტალიელს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება და ვერატი შეთავაზებას მიიღებს, "ოლდ ტრაფორდზე" იტალიელი შეიძლება, შეუერთდეს თავის ყოფილ თანაგუნდელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.