Sky Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" "მონაკოს" მარჯვენა მცველით, ფაბინიოთი ინტერესდებიან.
ბრაზილიელის გადაბირებაში სერია A-ს გუნდი "ნაპოლი" ლიდერობდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისა და "ნოუ კამპიდან" დანი ალვეშის წასვლის შემდეგ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "წითლები" და კატალონიელებიც ჩაერთნენ.
22 წლის მცველმა, რომელმაც 2013 წელს იჯარის წესით განათხოვრების პერიოდში "რეალში" ერთი მატჩი ჩაატარა, ფრანგული კლუბის რიგებში გასულ სეზონში ადგილი დაიმკვიდრა და მის ანგარიშზე 34 მატჩი ირიცხება შიდა ჩემპიონატში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მან სულ 5-ჯერ ითამაშა.