სერ ალექსი ფერგიუსონის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი გახდა მთავარი მწვრთნელი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, იაპ სტამი, სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში მოთამაშე ბოლო ფეხბურთელია, რომელიც მთავარი მწვრთნელი გახდა. ჰოლანდიელმა "რედინგთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის გამოკვლევის თანახმად, ტრებლის გამარჯვებული და პრემიერ ლიგის სამგზის ჩემპიონი 31-ე ფეხბურთელი გახდა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში ირიცხებოდა, შემდეგში კი მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა.
სტამი "იუნაიტედში" 1998 წელს გადავიდა და იქ სამი სრული სეზონი გაატარა, რომლის განმავლობაშიც 127 მატჩი ითამაშა. იგი 2001 წლის აგვისტოში "ლაციოში" გაყიდეს და ცნობილია, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა შემდგომში ეს გადაწყვეტილება ინანა, რამეთუ აღნიშნა, რომ ცენტრალური მცველის დატოვება ერჩივნა.
სერ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთლები, რომლებიც მწვრთნელები გახდნენვივ ანდერსონი, მაიკლ ეპლტონი, ჰენინგ ბერგი, კლეიტონ ბლექმორი, ლორან ბლანი, სტივ ბრიუსი, კრის კასპერი, პიტერ დეივენპორტი, საიმონ დევისი, დარენ ფერგიუსონი, რაიან გიგზი, დევიდ ჰილი, გაბრიელ ჰაინცე, მარკ ჰიუზი, პოლ ინსი, ანდრეი კანჩელსკისი, როი კინი, ჰენრიკ ლარსონი, პეტ მაკგიბონი, გარი ნევილი, პოლ პარკერი, მაიკ ფელანი, ბრაიან რობსონი, მარკ რობინსი, ტედი შერინგემი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, იაპ სტამი, ფრანკ სტეპლტონი, გორდონ სტრაკანი, კრის ტერნერი, ნიელ უები.