თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2103,
კომენტარები: 8
კინი: "იბრაჰიმოვიჩი ახალი კანტონაა"
როი კინი შვედ ფორვარდზე საუბრობს.
კინი:
როი კინს მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი ხასიათის გამო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდი შენაძენი იქნება და წარმატებასაც მიაღწევს.

მიმდინარე თვის ბოლოს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ შვედი "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს და დიდი ალბათობით, ჟოზე მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" შეუერთდება. "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი კი, რომელიც ამჟამად მარტინ ო'ნილის ასისტენტია ირლანდიის ნაკრებში, შვედ თავდამსხმელს აქებს და "იუნაიტედს" მისი გადაბირებისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, ის კარგი შენაძენი იქნება "იუნაიტედისთვის", კარგი ფეხბურთელია.

ჰგავს თუ არა ერიკ კანტონას? ორივე დიდი პიროვნებები არიან, ცხადია, რაც არ უნდა თქვათ კანტონაზე, ის პოპულარული იყო და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ზლატანიც ასეა.

რაც არ უნდა მოისმინოთ მისი კარიერის შესახებ, მისი თანაგუნდელებისგან ისმენ და ეს მისი თამაშითაც ჩანს, რომ დიდი პიროვნებაა.

კარგია, რომ ასეა, რადგან "იუნაიტედში" ხასიათის ნაკლებობა შეინიშნება. ამ ყველაფრის გარდა კი, ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია. ერიკთან შედარებით ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელი.

ხალხი იბრაჰიმოვიჩის ტემპერამენტზე ისე საუბრობს, თითქოს ცუდი იყოს. გააჩნია, როგორ გამოიყენებ. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ, თუმცა მე არც არასდროს მქონია",
- განაცხადა კინმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: hemi
13 ივნისი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
სტადიონზე ორივე უხეშები, ბოლომდე მებრძოლები, გუნდის დამქოქველები არიან მარა ჩვენს კანტონას არ შევადარებ იბრას
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
13 ივნისი 2016 10:40
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მიუხედავად იბრას დიდი პატივის ცემისა ჩემთვის პირადად კანტონაზე წინ კი არა არამედ გვერძეც ვერ დავაყენებ love
0
№3
ავტორი: Lady in red
13 ივნისი 2016 10:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რა იციან ეს ახალი კანტონა, ახალი ანრი, ახალი მესი. იბრას ვერც მე შევადარებ კანტონას, ის სულ სხვა მოვლენა იყო და ეს თუ მოდის თქვას, რომ გვამკითხავებს ყველას.
0
№4
13 ივნისი 2016 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
რა იციან ეს კანტონაზე შედარება angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№5
ავტორი: stepno
13 ივნისი 2016 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შედარებას არ დავიწყებ ან რა მნიშვნელობააქვს ეხლა კანტონას და ამის შედარებას საერთოდ. მე პირადად მგონია რო იბრა შეტევას გამოაცოცხლებს და ზალიან ლამაზ გოლებს შემოგვთავაზებს ამ ერთი წლის მანძილზე და თუ რათქმაუნდა კიდე უფრო დიდხანს გაჩერდა ხოო მთლად უკეთესი იქნება. smile love
0
№6
13 ივნისი 2016 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: stepno
შედარებას არ დავიწყებ ან რა მნიშვნელობააქვს ეხლა კანტონას და ამის შედარებას საერთოდ. მე პირადად მგონია რო იბრა შეტევას გამოაცოცხლებს და ზალიან ლამაზ გოლებს შემოგვთავაზებს ამ ერთი წლის მანძილზე და თუ რათქმაუნდა კიდე უფრო დიდხანს გაჩერდა ხოო მთლად უკეთესი იქნება. smile love

wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№7
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივნისი 2016 14:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ქედმაღლურ ხასიათში გვანან wink
0
№8
ავტორი: Huuligan77
14 ივნისი 2016 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
დაითრიონ რა მალე ://
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top