რიო ფერდინანდი სულმოუთქმენლად ელოდება მორიგ დიდ დაპირისპირებას ლივერპულის წინააღმდეგ.ცენტრალური მცველი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ”მერსისაიდელებთან” პირველი წრის შეხვდერაში, სადაც მისმა გუნდმა 2-1 გაიმარჯვა.ის იმედოვნებს, რომ მანჩესტერი ამ თამაშსაც მოიგებს.
”პირველ რიგში, ჩვენ ვუყურებთ შედეგებს სატურნირო ცხრილში.ჩვენ კარგი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ამავდროულად კონკურენცია მძაფრდება.ლივერპული ვერ იბრძვის ჩემპიოობისთვის, ამის მიუხედავად ფეხბურთელები და გულშემატკივრები აცნობიერებენ ამ მატჩის მნიშვნელობას.მე ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობ ლივერპულის წინააღმდეგ, ”ენფილდსა” თუ ”ოლდ ტრაფორდზე”.”მერსისაიდელებთან” მოგება დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ჩვენ.”-ამბობს ინგლისელი მცველი.-”ეს განსაკუთრებული გრძნობაა.მე გადავხედე ისტორიას, სანამ მე გუნდში მოვიდოდი.იყო ძალიან სანახაობრივი მომენტები და შენც სურვილი გიჩნდება გახდე ამ ყველაფრის ნაწილი.
ფერდინანდი კმაყოფილია გუნდის გადატვირთული გრაფიკით.ლივერპულთან მატჩის შემდეგ ”იუნაიტედს” ელოდება FA თასის მატჩი ”ვესტ ჰემთან”, ამის შემდეგ კი ძალიან რთული მატჩი ”ტოტენჰემთან” ”უაით ჰარტ ლეინზე”.
”როდესაც შენ ხარ მანჩესტერ ”იუნაიტედის” ფეხბურთელი, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.ჩვენ ხშირად გვიწევს კვირაში ორი მატჩის ჩატატრება.ეს ნორმალურია და მოხარული ვარ ასეთი გადატვირთული გრაფიკით.მაგრამ ჯერ ჩვენ მხოლოდ ლივერპულთან მატჩზე ვფიქრობთ.”
ვეტერანი მცველი მზადაა გაუწიოს კონკურენცია ნემანია ვიდიჩს და ჯონი ევანს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად:”როდესაც შენ ამ გუნდში თამაშობ, მზად უნდა იყო ასეთი გამოწვევებისთვის.აქ თუ არ იქნებოდა დიდი კონკურენცია ჩვენ ვერ მივაღწევდით ასეთ წარმატებებს.კლუბის წევრებს ყოველთვის გვიწევს ბრძოლა სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად.”