მაიკლ კერიკის ახალი კონტრაქტი ნიშნავს, რომ ინგლისელი ჩინეთში წინასასეზონო ტურნეზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად იქნება.
ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 22 ივლისსა და 25 ივლისს ჟოზე მოურინიოს გუნდში იქნება დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩებში შესაბამისად.
კერიკი ამგვარი ტურნეების ვეტერანია და ნამდვილად იცის, რას ნიშნავს აზიაში ტურნეს გამართვა. მისი აზრით, ერიკ ბაიი და "იუნაიტედის" მომდევნო ახალწვეულები გაოცებულები იქნებიან დახვედით, რომელსაც ჩინეთში მიიღებენ. "ვფიქრობ, ეს იმით არის გამოწვეული, რომ იქაური გულშემატკივრები ჩვენს ფეხბურთელებს ხშირად ვერ ხედავენ. ასე რომ, როცა ჩავდივართ, ორი-სამი წლის განმავლობაში დაგროვილი ენთუზიაზმითა და ვნებით გვხვდებიან, რომელსაც აეროპორტში დაჯდომისთანავე ავლენენ.
დარწმუნებული ვარ, ახალწვეულებისთვის სიურპრიზი იქნება, ეს ყოველთვის დიდებული სანახაობაა", - განაცხადა ნახევარმცველმა.
კერიკი აზიაში, კერძოდ იაპონიაში 2008 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, როცა მისი გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას.
"ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ეს იმ წელს მოხდა, როცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ. სეზონის შუაში მოხდა, რაც ძალიან უცნაური იყო. თუმცა, იქ თამაშისგან ეს საუკეთესო მოგონება გამომყვა".